მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
იმისთვის, რომ ბავშვებმა სკოლაში იარონ, უნდა გავიკეთოთ ნიღაბი და დავიცვათ დისტანცია. როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული თუ როგორ დაიცავს საზოგადოება არსებულ რეკომენდაციებს.
„თუ გვინდა, ჩვენმა ბავშვებმა სკოლაში იარონ, ნიღაბი გავიკეთოთ, ასე ვიაროთ დახურულ სივრცეში და დისტანცია დავიცვათ, თუ ასე მოვიქცევით, მაშინ ჩვენი ბავშვები სკოლაში ივლიან. ჩვენ არ უნდა შევუქმნათ რისკი სწავლის დაწყებას. დაუსწრებელი სწავლება დაწყებულია, მაგრამ გვინდა, დავიწყოთ ასე ვთქვათ, დასწრებული სწავლება“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
როგორც მან განაცხადა, ყველაფერი ჩვენზეა, თუ როგორ მოვიქცევით: „“.
პაატა იმნაძემ განმარტა, რომ „კოვიდ-19“-თან დაკავშირებით პროგნოზების გაკეთება ძალიან ძნელია.
„მაშინ, როცა ქვეყანაში პრაქტიკულად, ყველაფერი გახსნილია და მობილობა არც ერთ რეგიონში არ შეზღუდულა. აქედან გამომდინარე, პროგნოზების გაკეთება ძალიან ძნელია. ყველგან თითო მაკონტროლებელს ვერავინ დააყენებს. ამიტომ, ახლა ჩვენზეა ყველაფერი, ჩვენ როგორ მოვიქცევით. ძალიან ბევრი რამ ადამიანთა ქცევაზეა დამოკიდებული. რა თქმა უნდა, კოვიდს ვერც გავაქრობთ და ვერც მინიმალურ რიცხვებამდე ვეღარ დავიყვანთ. კოვიდი იქნება, მაგრამ თუ ელემენტარულ წესებს დავიცავთ, ნიღბის გაკეთებას და დისტანციას, იქნება ისე, რომ ის არ იქნება ძალიან შემაწუხებელი საზოგადოებისთვის და სამედიცინო დაწესებულებებზე არ იქნება ძალიან დიდი დატვირთვა“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა