მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
15 სექტემბერს 2020-2021 სასწავლო წელი დაიწყო, საქართველოს ზოგ რეგიონში სტანდარტულად, დიდ ქალაქებში კი კვლავ დისტანციურად. ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, გასაგებია, რომ ეს ყველაფერი ჩვენი და ჩვენი შვილების უსაფრთხოებისთვის კეთდება, თუმცა იოლი არაა, მოზარდებს ავუხსნათ, რატომ დადიან სკოლაში ვირტუალურად.
სწავლა რომ ეზარებათ, ეს სიახლე არ არის, თუმცა ადამიანური ურთიერთობები, ფაქტია, ძალიან მოენატრათ. მოენატრათ კლასელები, მეგობრები, მასწავლებლები და წარმოიდგინეთ, მშობლიური სკოლაც კი.
სწორედ ამაზე მეტყველებდა მათი რეაქციები, როდესაც შეიტყვეს, რომ გაკვეთილებზე დასასწრებად, ოთხიდან ოთახში უნდა გასულიყვნენ.
„აუუ, აღარ დასრულდა ეს კორონა!“, „დაგვაბრუნეთ სკოლაში!“, „პირბადეს გავიკეთებ, სადეზინფექციო ხსნარში ვიბანავებ, ოღონდ სკოლაში წავიდე“... - ასეთია დიდი ქალაქების მკვიდრი მოსწავლეების პათოსი.
არადა, ერთი წლის წინ, ზუსტად ამ დროს, ვერავინ წარმოიდგენდა, ბავშვებს მსგავსი განწყობა თუ ექნებოდათ.
„ისედაც მთელ დროს კომპიუტერთან ვატარებ და ახლა გაკვეთილებიც... სკამის ფორმა მივიღე“, „უკვე ვნახეთ, რომ არავითარი მუღამი არ აქვს სახლიდან სწავლას, სკოლაში გაგვიშვით“, - მოზარდების შეფასება დისტანციურ სწავლებაზე. ჰოდა, მგონი, უნდა გვიხაროდეს - ამასაც მოვესწარით, ბავშვებს სკოლაში სიარული ენატრებათ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
მოსწავლეებმა ისაუბრეს კლიმატურ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე