მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის მერი კახა კალაძე ბრიფინგზე საბავშვო ბაღებში დაწყებულ სოციალურ პროექტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ წინა თვეების მსგავსად, საჯარო ბაღების აღსაზრდელების მშობლები ორი კვირის განმავლობაში, ბავშვებისთვის განკუთვნილი რაციონის სახლში წაღებას შეძლებენ.
„15 სექტემბერს საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი უნდა დაწყებულიყო, თუმცა ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, პროცესის დაწყება პირველ ოქტომბრამდე გადაიდო. ჩემს მოადგილეს, ილია ელოშვილს დავავალე, რომ თბილისის ბაგა ბაღების სააგენტოსთან ერთად, კვების საკითხი მოეწესრიგებინა და პროდუქტების სახით დაფასოებული, გამზადებული პაკეტები მშობლებს ბაღებში დახვედროდათ. მშობლებს ამჯერადაც ექნებათ შესაძლებლობა, ორი კვირის განმავლობაში, კონკრეტულ ბაღებს მიაკითხონ და ბავშვების რაციონი სახლში წაიღონ. აღნიშნული პროექტი მარტში დავიწყეთ და მაისის ბოლომდე წარმატებით მიმდინარეობდა. ამ შემთხვევაშიც, უზრუნველვყოფთ, რომ მშობლებს მივცეთ შესაძლებლობა, ის რაციონი, რომელიც ბაღში პატარებს უნდა მიეღოთ, საკუთარ სახლებში წაიღონ და მოამზადონ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
აღსანიშნავია, რომ საბავშვო ბაგა-ბაღების აღმზრდელებს მშობლებთან დაკავშირება და საკვების წასაღებად განრიგის შეთანხმება უკვე დაწყებული აქვთ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა