სიახლეები
სკოლები

პატარა ქანდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სწავლა განახლებულ სივრცეში დაიწყეს
16-09-2020
-
+


მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ქანდის საჯარო სკოლაში სწავლის პირველმა დღემ განსხვავებულ გარემოსა და სიტუაციაში ჩაიარა. სკოლაში სწავლა ყველა რეკომენდაციის დაცვით დაიწყო. 

მეწარმე ვაჟა უსანეთაშვილმა პირველკლასელებს საჩუქრად სასკოლო ნივთები გადასცა. 

„განსხვავებულ გარემოსა და სიტუაციაში (ყველა რეკომენდაციის დაცვით) დაიწყო სწავლის პირველი დღე პატარა ქანდის საჯარო სკოლაში. განახლებული სასწავლო  სივრცე, სკოლის შენობა, ინვენტარი და პატარების ბედნიერებით გაბრწყინებული თვალები ... ეს ის შთაბეჭდილებაა, რაც ძნელი შესამჩნევი არავისთვის ყოფილა.                                                                        

მოსწავლეებისათვის ეს სკოლა იქნება არა მარტო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, სადაც განათლებას მიიღებენ, არამედ სამყარო, რომელშიც თავს ბედნიერად იგრძნობენ, ეყვარებათ და იზრუნებენ მათზე.

ბატონმა ვაჟა უსანეთაშვილმა უანგაროდ, საკუთარი ინიციატივით, გააფართოვა სკოლის შენობა, მოაწყო თანამედროვე სტანდარტებით, პირველკლასელებს საჩუქრად გადასცა სასკოლო ნივთები. ეს მცირედი სიკეთეა იმ ჩამონათვალიდან, რომელსაც ეს ქველმოქმედი პიროვნება  სკოლის მოსწავლეების მიმართ იჩენს და ამით მაგალითს აძლევს მათ როგორ აკეთონ სიკეთე და დახმარების ხელი გაუწოდონ ვისაც ეს სჭირდება.

სკოლის დირექციისა და პედაგოგიური კოლექტივის თანადგომით ეს სასწავლო წელი წარმატებული და ნაყოფიერი იქნება ამ სკოლის თითოეული მოსწავლისათვის“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა? 

რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ  - მინისტრის ბრძანება

გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს 2 აპრილის ჩათვლით  შეეძებათ


მედლების შესაძენად 130 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი


მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება