მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წვირმის საჯარო სკოლის პედაგოგი სოფიო ქუხილავა საკუთარ ჩანახატს გვიზიარებს, რომელშიც საუბარია, თუ რას ნიშნავს მასწავლებლობა.
„რომ გითხრათ ბავშვობიდან მასწავლებლობაზე ვოცნებობდი-მეთქი, მოგატყუებთ. ყოველთვის მინდოდა ფსიქოლოგი გამოვსულიყავი, მაინტერესებდა ადამიანი, მისი ცნობიერით თუ ქვეცნობიერით. მინდოდა შემესწავლა ადამიანის შინაგანი სამყარო, ხასიათის თავისებურებები, მაგრამ, როგორც ხდება ხოლმე, ჩემს შემთხვევაშიც ოჯახში უმრავლესობის აზრი გახდა გადამწყვეტი და მე გავხდი-მასწავლებელი. გავხდი მასწავლებელი და მერე მივხვდი, რომ ეს პროფესია ყველაზე ახლოს იყო ჩემს ნანატრ პროფესიასთან. დიახ!თუ მასწავლებელი ხარ, შენ აუცილებლად ხარ ფსიქოლოგი, შენ სწავლობ შენს მოსწავლეს, მის შინაგან სამყაროს, მის ინტერესებს, სურვილებს, შესაძლებლობებს, მისწრაფებებს. სწავლობ და ასწავლი არჩევანის გაკეთებას, სურვილსა და შესაძლებლობას შორის ბალანსის დაცვას, გამოსავალის პოვნას. როცა მასწავლებელი ხარ, იცი რომ არსებობს ღიმილი, რომელიც შენს ღიმილზეა დამოკიდებული, არსებობს თვალები, რომლებიც შენს თვალებში ეძებენ პასუხებს, და არსებობს ბევრი გული, რომლებიც შენს გულში ერთიანდება.
შენ მასწავლებელი ხარ და იცი რომ შენი კარგი განწყობა მათი კარგი განწყობის საწინდარია, შენს სიკეთეს ისინი ირეკლავენ, შენი ნათქვამი ყოველი სიტყვა მათ ქვეცნობიერში ილექება, შენ აძლევ მათ არამარტო ცოდნას, არამედ უნარს ცოდნის ნაპერწკალი ალად როგორ აქციონ. აძლევ რაც მთავარია, ცხოვრების სწორ მიმართულებას, რათა ღირსეულ ადამიანებად ჩამოყალიბდნენ. დიახ! შენ იცი ეს ყველაფერი, რადგან შენ-მასწავლებელი ხარ. ახალ სასწავლო წელს გილოცავთ!“-წერს პედაგოგი სოფიო ქუხილავა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ხარობენ