მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მარტვილის მუნიციპალიტეტის გელა ჭედიას სახელობის ლეციცხვაიეს საჯარო სკოლის მოსწავლეები ოზონის შრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ვებინარში მონაწილეობდნენ, რომელიც გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრის და გაეროს განვითარების პროგრამის - „საქართველოში მონრეალის ოქმის განხორციელების სამოქმედო პროგრამა” ორგანიზებით ჩატარდა.
დისტანციური შეხვედრა გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა ლუიზა ვინტონმა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილმა გახსნეს.
მონაწილეებმა მიიღეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია ოზონის შრის გათხელების პრობლემის არსზე, ოზონის შრის დაცვის და აღდგენის წარმატებულ საერთაშორისო გამოცდილებებზე და ასევე საქართველოში ოზონის შრის დასაცავად განხორციელებულ და დეგეგმილ ქმედებაზე.
იხილეთ ფოტო
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ - მინისტრის ბრძანება
ნატო ჯავახია ინგლისური ენის მასწავლებელი
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
თითოეული გუნდი წარმოდგენილი იყო 5 -5 მოხალისე მოსწავლით