მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიქთარვის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო წელი ახალ, თანამედროვე სტანდარტებით აშენებულ შენობაში დაიწყეს.
სკოლის დირექტორი ია კვატაია საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ახალი სკოლის აშენებისთვის მადლობას უხდის.
„ზუსტად შეფასებას ვერ შევძლებ იმ ემოციისას, რომელსაც ამ დღეებში განვიცდი. ბედნიერებაა, უცქერდე უამრავი ადამიანს კმაყოფილ სახეს...კმაყოფილებაც უზარმაზარია და მადლიერებაც -იშვიათად მიმიხაროდა სადმე ასე ძალიან, როგორც ამ შენობაში, როცა ხელშეკრულებას ვდებდით, რაც ახალი სკოლის აშენებას განაპირობებდა, თითოეული წუთი და წამი მახსოვს დასაწყისიდან ამ არაჩვეულებრივ შედეგამდე და განუზომელია მადლიერება. ძალიან მაგარი ადამიანები ემსახურებიან ამ შენობიდან სკოლების განვითარებას. იმ უამრავ ადამიანს, მინდა, ჩვენი სკოლისა და სოფლის სახელით მადლობა გადავუხადო, ვინც ამ ჩვენთვის საუკუნის პროექტში იყო ჩართული ...ჩვენ გამართლებას შევძლებთ, რომ ამ შენობაში ჭეშმარიტი ადამიანები, ჭეშმარიტი ქართველები გაიზრდებიან და განათლების უპირატესობა ეცოდინებათ ...მიხარია, რომ ჩვენს ქვეყანას ჰყავს ESIDA (სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო)“,-აღნიშნავს დირექტორი.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ - მინისტრის ბრძანება
ნატო ჯავახია ინგლისური ენის მასწავლებელი
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი