მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
KIU - წელს სტუდენტთა პირველ ნაკადი მიიღო და მიუხედავად იმისა, რომ კონკურენციაც მაღალი იყო და უნივერსიტეტში მოხვედრის მსურველთა რაოდენობაც, უმაღლესის მიერ დაწესებული მაღალი ბარიერისა და არსებული კრიტერიუმების დაკმაყოფილება ბევრმა ვერ შეძლო.
გიორგი მაჩიტიძე ერთ-ერთია იმ 245 სტუდენტიდან, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტში კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით ჩაირიცხა.
მისი თქმით: „ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შედეგებით ნამდვილად კმაყოფილი ვარ და დაახლოებით ის ქულები ავიღე რასაც ველოდი. ქართულ ენასა და ლიტერატურაში 64 ქულა ავიღე, მათემატიკაში 56 და ინგლისურში 72. ეს კი საკმარისი იყო იმისთვის, რომ 100%-იანი დაფინანსება მომეპოვებინა“.
როგორც გიორგი მაჩიტიძემ გვითხრა, იგი ქუთაისში გაიზარდა და ანდრია რაზმაძის სახელობის №41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლა დაამთავრა. ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტში სწავლის გაგრძელება კი იმ გარემოსა და შეფასებების გამო გადაწყვიტა რომელსაც KIU სთავაზობდა სტუდენტებს.
- რატომ მაინცდამაინც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი?
- ძალიან მაინტერესებდა ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტში მოხვედრა, მაინტერესებს რამდენად გაამართლებს იმ მოლოდინებს რაც ამ უნივერსიტეტთან დაკავშირებით არსებობს. როგორც ამბობენ ერთ-ერთი საუკეთესო უმაღლესი იქნება ტექნოლოგიების მიმართულებით როგორც საქართველოში ისე ზოგადად კავკასიის რეგიონში. ვნახე პროგრამები, რომელსაც უნივერსიტეტი სთავაზობდა სტუდენტებს, კამპუსი სააუდიტორიო სივრცეები ზოგადად გარემო რომელიც ამ უნივერსიტეტმა შექმნა და მინდა ეს ყველაფერი საკუთარი თვალით მენახა და ის შესაძლებლობებიც გამომეყენებინა რომელსაც უნივერსიტეტი გვთავაზობს. იმედი მაქვს რომ მოლოდინი 100%-ით გამიმართლდება.
- როგორც უკვე მითხარი კომპიუტერული მეცნიერების მიმართულება აირჩიე. დიდი ხანია ეს მიმართულება გაინტერესებს და როგორ ფიქრობ 4 წლის შემდეგ სად წარმოგიდგენია შენი თავი?
- კომპიუტერული მეცნიერებების მიმართ ინტერესი კი მეცხრე კლასიდან მაქვს. პროგრამირებას ვსწავლობდი და ნამდვილად მომწონს ეს მიმართულება. ვფიქრობ, რომ ალღოს მარტივად ავუღებ. ამასთან, მიმაჩნია რომ პროგრამირება ნამდვილად პერსპექტიული მიმართულებაა, რომელიც ყოველდღიურად ვითარდება და სულ უფრო მეტ შესაძლებლობას გვთავაზობს.
4 წლის შემდეგ ნამდვილად არ ვიცი სად და როგორ ვიქნები, მომავალის დაგეგმა დიდად არ მიყვარს, უპირატესობას სპონტანურ გადაწყვეტილებებს ვანიჭებ. პროგრამირებაზე ჩაბარებაც სპონტანური გადაწყვეტილება იყო, რომელიც გამოცდებამდე ცოტა ადრე მივიღე. მაგრამ ვფიქრობ, KIU-ში მიღებული განათლებით ნამდვილად მექნება იმის შესაძლებლობა რომ ამ სფეროში გარკვეულ წარმატებას მივაღწიო.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა