სიახლეები
სკოლები

წყალტუბოს N1 სკოლაში სასწავლო წელი რეკომენდაციების დაცვით, უსაფრთხო გარემოში დაიწყო
18-09-2020
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში სწავლა 15 სექტემბერს განახლდა. ახალი სასწავლო წლის პირველმა დღემ ტრადიციული ხალხმრავალი ღონისძიების გარეშე ჩაიარა, თუმცა დირექციამ ამ დღეზე ვიდეოკოლაჟი მოამზადა.

„ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული რეკომენდაციების გათვალისწინებით შეუძლებელი იყო ჩვეული გრანდიოზულობით აღგვენიშნა ახალი 2020-2021 სასწავლო წელი, ამიტომ შევეცადეთ მოკრძალებული ვიდეოკოლაჟით გადმოგვეცა სასწავლო წლის კვლავ სკოლაში დაწყებით გამოწვეული განცდები და ემოციები, რომლებიც დირექციას, თითოეულ მოსწავლეს, მშობელსა თუ მასწავლებელს ჰქონდა.

მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსმა პირბადეში მოაქცია მთელი სამყარო, ბევრი რამ შეცვალა და მსოფლიო ვეღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც იყო, ვცდილობთ, ვისწავლოთ მასთან ერთად ცხოვრება, შევუქმნათ  მოსწავლეებს უსაფრთხო გარემო, რათა შევძლოთ განათლებული, სრულფასოვანი მოქალაქეების აღზრდა. ამის დასტურია შემოთავაზებული კლიპიც; რომელშიდაც ჩანს პირველი საჯარო სკოლის კოლექტივისა და მოსწავლეების მზაობა ცოდნის მწვერვალების დასაპყრობად“,-წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო



კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა? 

რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ  - მინისტრის ბრძანება

გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს 2 აპრილის ჩათვლით  შეეძებათ


რომელი საგნის პედაგოგებისთვის შეიძლება დაწესდეს დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მედლების შესაძენად 130 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი


პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა

სკოლაში მადლობს უხდიან პედაგოგს საინტერესო ღონისძიებისთვის

მე-9 კლასის მოსწავლეებმა შეიმუშავეს და შექმნეს მექანიზმი, რომელიც მუშაობს წყლის დონის სენსორით


პედაგოგ გლიზა იმნაძეს საყვარელმა მოსწავლეებმა გაზაფხულის ეს ლამაზი დღსასწაული კიდევ უფრო გაულამაზეს


საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება