სიახლეები
საინტერესო

„მომეცი საშუალება, გმირად ვიქცე“ - მასწავლებლის ემოციური წერილი მოსწავლეს
19-09-2020
-
+


Etaloni.ge გთავაზობთ მასწავლებლის წერილს მოსწავლისადმი, რომელსაც ემოციების გარეშე ვერ წაიკითხავთ, რადგან მასწავლებლობა მხოლოდ საგნების სწავლება არ არის.

სიკეთის და ბოროტების გარჩევა, საკუთარი თავის რწმენა, ღიმილი, მიტევება... ადამიანური ურთიერთობები...  იოლი არ არის, ეს ყველაფერი ერთმა წერილმა დაიტიოს, თუმცა სიყვარული ყველაფერს ხდის შესაძლებელს, ეს კი გმირობის ტოლფასია - „შენ გმირი ხარ. ახლა მე მომეცი საშუალება, გმირად ვიქცე“.  

მე შენი მასწავლებელი ვარ. მე უნდა გასწავლო ოცდაცამეტივე ასო. მე უნდა გასწავლო, რომ ხმოვნების გარეშე ვერ ვიმღერებთ. მე უნდა გასწავლო, რომ მზე ერთადერთია და არ იმარცვლება. რომ დღეს მზის შუქი გვინათებს და არც „დღე“ იმარცვლება. მე უნდა გასწავლო, რომ არ არის აუცილებელი, ყველა გიყვარდეს, მაგრამ აუცილებელია, პატივი სცე ნებისმიერ აზრს. რომ შიში არ არსებობს და შეცდომების დაშვება არ არის ტრაგედია. უნდა გასწავლო ისეთი ზღაპრების წერა, რომლის ბოლოც ყოველთვის კეთილი არ არის. ლექსის ისე წაკითხვა უნდა გასწავლო, რომ თვალები დახუჭო და ცხადად დაინახო წაკითხული.

უნდა გასწავლო, რომ თუ გეტირება, უნდა იტირო და ცრემლი სირცხვილი არაა. არც ისაა სირცხვილი, როცა თამაშისას მარცხდები და შენ ღრიალი გინდა, ხმამაღლა, გულამოსკვნით გეტირება… იტირე, იღრიალე, გამოუშვი ეს ემოცია და მერე დამშვიდდები, მერე გაიღიმებ. მე გულში ჩაგიკრავ და გეტყვი, რომ შენ მეტის გაკეთება შეგიძლია და როცა ბოლომდე დაიხარჯები, ნაკლები ანგარიშით ან საერთოდ არ დამარცხდები.

რომ დამარცხება სირცხვილი არ არის და როდესაც გაიმარჯვებ, მე ისევ გულში ჩაგიხუტებ, გაგახედებ დამარცხებულისკენ და გაგახსენებ ამ ცრემლებს. მე უნდა გასწავლო დაკვირვება, რათა ისეთი რაღაცები აღმოაჩინო, რასაც სხვები ვერ ხედავენ და ვინც ვერ ხედავს, ეს დაუწერო ან დაუხატო, ან ფოტოგამოფენა მოუწყო, ან კომპიუტერულ გრაფიკაში გამოსახო, ან გამოძერწო, ან ფილმი გადაუღო, ან სპექტაკლი დაუდგა, ან, უბრალოდ, უამბო, ან როგორც გინდა… სანამ გაიზრდები და ქვეყანას ნახავ, უნდა გასწავლო, როგორ დახუჭო თვალები და გაფრინდე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, გაიცნო შენხელა გოგონები და ბიჭები. ნახო, როგორ ცხოვრობენ, როგორ სწავლობენ, როგორ თამაშობენ, როგორ იძინებენ, უფროსებს როგორ ეკონტაქტებიან…

უნდა დაგარწმუნო, რომ თუკი სამართლიანი იქნები, შენს ნებისმიერ საქციელს გავამართლებ, მხარს დაგიჭერ, გვერდში ამოგიდგები. მე იმედიც უნდა გასწავლო, იმედის გულით ტარება, იმედის არდაკარგვა. ერთგულება მინდა გასწავლო. ადამიანის, საქმის ერთგულება. მინდა გასწავლო, როგორ უნდა გამონახო ამ უუუცოტავეს 24 საათში რამდენიმე წუთი ადამიანებთან საურთიერთოდ, მოსაკითხად, მოსაფერებლად. ადამიანების რწმენა მინდა გასწავლო, მაგრამ არც იმის თქმა უნდა დამავიწყდეს, რომ ყველა ადამიანი კეთილი არ არის და დაგაფიქრო ამაზე.

აუცილებლად უნდა გასწავლო, რომ სხვისი ცხოვრება, სხვისი შეცდომები შენი გასარჩევი არ არის და მისი ნებართვის გარეშე ნუ ჩაერევი, ნუ განსჯი, ნუ განიკითხავ. უნდა გასწავლო, რომ არც შენ ხარ დაზღვეული რამენაირი შეცდომისგან. სიმამაცე უნდა გასწავლო – სიმართლის თქმის სიმამაცე. თუკი სიმამაცეს გასწავლი, მგონია, რომ სხვისი დადანაშაულება არასდროს მოგინდება. მგონია, რომ ადამიანების დაცვა გეყვარება.

მოთმინებაც მინდა გასწავლო.

და მიმტევებლობა, რადგან ყველაზე დიდ ბედნიერებას მაშინ იგრძნობ, როდესაც შენ მოგიტევებენ…

და ღიმილი მინდა გასწავლო, ჩემო პატარა, ღიმილი. გაღიმების უნარი, ნამდვილი გაღიმების. მხოლოდ ტუჩებით კი არა, თვალებით, გულით გაღიმება მინდა გასწავლო. მე შენი მასწავლებელი ვარ.

და რაც აქ მიწერია, ეს ყველაფერი მე შენგან გავიგე, მაშინ, როდესაც 6 წლის იყავი, გაფართოებული თვალებით მოხვედი ჩემთან, მივიხურეთ საკლასო ოთახის კარები და მხოლოდ ჩვენ დავრჩით - მე და შენ. დედა და მამა კი იქ აღარ იყვნენ. შენ გმირი ხარ. ახლა მე მომეცი საშუალება, გმირად ვიქცე”.

ვენენო მენაბდე


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ფიზიკაში ევროპის ოლიმპიადას (EuPhO 2024) წელს საქართველო მასპინძლობს

დამატებით ანაზღაურებას ბაღებში დასაქმებული  3 100 თანამშრომელი მიიღებს

ქიმიის საგამოცდო ტესტები გამოქვეყნდა - NAEC

მასწავლებლების საყურადრებოდ - სამოქალაქო განათლების გამოცდაზე გამოყენებული ტესტები ცნობილია

ავტორიზაციის საბჭო 18 სკოლის საკითხს განიხილავს

პიროვნება
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს თბილისის N74 საჯარო სკოლის დირექტორი მარინე ჯარმელიშვილი პასუხობს
სკოლები

ფარის საჯარო სკოლის დირექტორი გულო ვიბლიანი ერთადერთ კურსდამთავრებულს ეროვნულ გამოცდებზე გულშემატკივრობს

აღსანიშნავია, მეოთხე კლასის გამოსაშვები საღამო

ვახტანგისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის 2023-2024 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა

საინტერესო

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

მაშ, რა საფრთხე იმალება მზიანი დღეების მიღმა?

იმ საგამოცდო ცენტრებთან, სადაც აბიტურიენტები აბარებენ, უცხო თვალიც კი შეამჩნევს მარაოებითა და ქოლგებით „შეიარაღებულ“ გულშემატკივრებს

„აბიტურიენტებს ვეტყვი, რომ არ მომბაძონ, არ ინერვიულონ, კარგად გამოიძინონ და ისე გავიდნენ გამოცდაზე“

საკუთარი კალმის, როგორც შეტანა, ასევე გამოტანა შესაძლებელია 

სიახლეები
საზოგადოება