მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
არის თუ არა კანონით განსაზღვრული, ვინ უნდა გამოცხადდეს სკოლაში დისტანციური სწავლებისას? - აღნიშნული კითხვით etaloni.ge-მ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიმართა.
როგორც უწყებაში განგვიცხადეს, დისტანციური სწავლების დროს სკოლებში სასწავლო პროცესი არ უნდა მიმდინარეობდეს. ოფიციალურად განსაზღვრული არ არის დისტანციური სწავლების შემთხვევაში ვინ უნდა იყოს სკოლებში, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში დირექტორს შეუძლია სკოლაში მასწავლებელიც მიიყვანოს.
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში კი ვკითხულობთ, საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია როგორც მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადაიყვანოს ყველა პირი, ისე საჭიროების შემთხვევაში კონკრეტული პოზიციის/თანამდებობის პირის მიყვანა მოითხოვოს.
„საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებული ყველა პირი, საჭიროების შემთხვევაში, გადაიყვანოს მუშაობის დისტანციურ რეჟიმში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კონკრეტული პოზიციის/ თანამდებობის პირის საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე ყოფნა/გამოცხადება დაკავშირებულია ამ პოზიციის/თანამდებობის სპეციფიკასთან“, - აღნიშნულია ბრძანებაში.
ამასთან, „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის დისტანციურად წარმართვისა და მიღებული შედეგების შეფასების წესში“ აღნიშნულია, რომ სკოლა ვალდებულია გამოყოს შესაბამისი სივრცე მასწავლებლისთვის დისტანციური გაკვეთილის ჩასატარებლად იმ შემთხვევაში თუ:
ა) მასწავლებელი ვერ ახერხებს სახლიდან ჩართვას;
ბ) მასწავლებელს არ გააჩნია შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა/ინტერნეტი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა