სიახლეები
სიახლეები

„ვინ­მეს თუ ეტყვი, მოგ­კლა­ვო“ -  პოლიციამ 15 წლამდე მოზარდი გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავა
18-09-2020
-
+


შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გატარებული საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებების შედეგად საგარეჯოს მუნიციპალიტეტში გარყვნილი ქმედების ბრალდებით არასრულწლოვანი, ხოლო მასზე ძალადობის და ჯანმრთელობის დაზიანების ბრალდებით 1989 წელს დაბადებულ ბ. ქ. დააკავეს. 

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, 15 წლამ­დე მო­ზარ­დმა ორ არას­რულ­წლო­ვან­ზე გარ­ყვნი­ლი ქმე­დე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, რის შე­სა­ხე­ბაც მო­ზარ­დე­ბის მა­მამ შე­ი­ტყო და მის თა­ნა­სოფ­ლელ არას­რულ­წლო­ვანს ჯერ ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­და, შემ­დეგ კი შუ­რის­ძი­ე­ბის მიზ­ნით, ცივი ია­რა­ღით და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნა. 

„მო­ძა­ლა­დე 14 წლი­საა, სკო­ლის მოს­წავ­ლეა და მის გარ­და მშობ­ლებს კი­დევ ორი შვი­ლი ჰყავთ. ეს ბიჭი თურ­მე და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წე­ლია, რაც 9 წლის ბიჭ­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რად ძა­ლა­დობ­და და ბავ­შვს აში­ნებ­და, ვინ­მეს თუ ეტყვი, მოგ­კლა­ვო. ამ პა­ტა­რა ბი­ჭის მე­გობ­რებს, 8-9 წლის ძმებს და­უ­ნა­ხავთ, რო­გორ უპი­რებ­და მო­რიგ ძა­ლა­დო­ბას მო­ზარდს და მიხ­მა­რე­ბი­ან, მისი ცემა და­უ­წყი­ათ.

ძმე­ბი გაქ­ცე­უ­ლან და მა­მის­თვის მო­უ­ყო­ლი­ათ, ასე­თი ამ­ბა­ვი ხდე­ბა, უფ­როსკლა­სე­ლი ჩვენს მე­გო­ბარ­ზე ძა­ლა­დობს, და­ვეხ­მა­რეთ და ჩვენც გვცე­მაო.

ბავ­შვე­ბის მამა მი­სუ­ლა სკო­ლა­ში, გა­მო­უყ­ვა­ნია ეს 14 წლის ბიჭი, უცე­მია და ყური გა­უჭ­რია“, - აცხადებს ადგილობრივი მაცხოვრებელი.

შსს-ის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ბრალდებულმა არასრულწლოვანმა სხვა არასრულწლოვნების მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა, რის შემდეგაც მას ძალადობისთვის ბრალდებულმა პირმა ფიზიკური შეურაცხყოფის შემდეგ ყურის არეში დაზიანებები მიაყენა.

„ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს კა­ხე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა გა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო-ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად სა­გა­რე­ჯოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში გარ­ყვნი­ლი ქმე­დე­ბის ბრალ­დე­ბით არას­რულ­წლო­ვა­ნი, ხოლო მას­ზე ძა­ლა­დო­ბის და ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბის ბრალ­დე­ბით 1 პირი 1989 წელს და­ბა­დე­ბულ ბ.ქ. და­ა­კა­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ სა­გა­რე­ჯოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ერთ-ერთ სო­ფელ­ში ბრალ­დე­ბულ­მა არას­რულ­წლო­ვან­მა სხვა არას­რულ­წლოვ­ნე­ბის მი­მართ გარ­ყვნი­ლი ქმე­დე­ბა ჩა­ი­დი­ნა, რის შემ­დე­გაც მას ძა­ლა­დო­ბის­თვის ბრალ­დე­ბულ­მა პირ­მა ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფის შემ­დეგ ყუ­რის არე­ში და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა. პო­ლი­ცი­ამ და­ნა­შა­უ­ლის ია­რა­ღი - დანა ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღო. და­ნიშ­ნუ­ლია შე­სა­ბა­მი­სი ექ­სპერ­ტი­ზე­ბი, მიმ­დი­ნა­რე­ობს მოწ­მე­თა გა­მო­კი­თხვე­ბი. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო მომ­ხდარ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბას სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 137-ე, 126-ე და 117-ე მუხ­ლე­ბით აწარ­მო­ებს“ ,-აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა? 

რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ  - მინისტრის ბრძანება

გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს 2 აპრილის ჩათვლით  შეეძებათ


რომელი საგნის პედაგოგებისთვის შეიძლება დაწესდეს დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მედლების შესაძენად 130 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი


პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა

სკოლაში მადლობს უხდიან პედაგოგს საინტერესო ღონისძიებისთვის

მე-9 კლასის მოსწავლეებმა შეიმუშავეს და შექმნეს მექანიზმი, რომელიც მუშაობს წყლის დონის სენსორით


პედაგოგ გლიზა იმნაძეს საყვარელმა მოსწავლეებმა გაზაფხულის ეს ლამაზი დღსასწაული კიდევ უფრო გაულამაზეს


საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება