4 კრედიტიანი ტრენინგ კურსი, რომელიც პედაგოგს გავლილი უნდა ჰქონდეს
21-09-2020
დაკოპირებულია
-
+
საერთაშორისო განათლების, კულტურის, ხელოვნების კვლევითი ინსტიტუტი იწყებს ონლაინ ტრენინგ კურსს პარტნიორ ორგანიზაციებთან - ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიასთან არსებულ სასულიერო ცენტრ და ტრენინგ ცენტრ „ცოდნასთან“ ერთად.
სწავლება იწყება 25 სექტემბერს
,,აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების“ - 100 საათიანი კურსი.
საქართველოს მთავრობის მიერ 2017 წლის 27 ოქტომბერს დამტკიცებული №478 დადგენილების „აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტი“ თანახმად, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში დასაქმებულ პედაგოგს უმაღლესი ან პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომის ფლობასთან ერთად, გავლილი უნდა ჰქონდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულებით გადამზადების კურსი.
ტრენინგ ცენტრი „ცოდნა“ გთავაზობთ აღმზრდელ-პედაგოგების გადამზადებას განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული „აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის“ მიხედვით.
ტრენინგ-მოდული მოიცავს 6 სამუშაო შეხვედრას (შეირჩევა სამი შაბათ-კვირა მონაწილეთა სურვილის მიხედვით). თითოეულ შეხვედრას დაეთმობა 11 საათი (ჯამში - 66 საკონტაქტო საათი);
არასაკონტაქტო საათების რაოდენობაა - 34 საათი;
დაგროვებული ECTS კრედიტების რაოდენობა - 4 კრედიტი.
ტრენინგ-მოდული შედგება 33 სესიისგან (თითოეული სესიის ხანგრძლივობა არის ორი საათი (ჯამში - 66 საკონტაქტო საათი)), რომლებიც შეესაბამებიან მოცემულ თემებს:
1. ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მნიშვნელობა და ძირითადი პრინციპები;
2. ბავშვის აღზრდისა და განათლების სტანდარტები;
3. ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების გარემოსა და სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის ხარისხის სტანდარტები.
ტრენინგ-მოდულის შეფასება ხორციელდება 100 ქულიანი სისტემით. სერთიფიკატის მისაღებად მონაწილე უნდა დაესწროს ტრენინგ-მოდულის 80%-ს და 100 ქულიდან დააგროვოს მინიმუმ 60 ქულა.
ტრენინგ-მოდულის დასრულებისთანავე გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი დანართთან ერთად, სადაც მითითებული იქნება თითოეული გავლილი მოდული, მისი აღწერილობა და საბოლოო ტესტირების შედეგად მიღებული შეფასება.
სასწავლო კურსს გაუძღვებიან მაღალი კვალიფიკაციის მქონე მოწვეული ტრენერები.
თითოეული შეხვედრის ღირებულება შეადგენს - 50 ლარს (სრული კურსის ღირებულებაა - 300 ლარი). თანხის გადახდა შესაძლებელია ნაწილ-ნაწილ, თითოეული დაგეგმილი შეხვედრის მიხედვით.