მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ამ კვირაში დედამიწა პოზიტიურ ენერგოველში გადადის. დღეს მოერიდეთ ხალხის მასას, თვალის აღების ალბათობა მაღალია. ხვალ არის საკრალური დღე - დღე-ღამის ტოლობა. აანთეთ სანთელი, ილოცეთ და ჩაიფიქრეთ სურვილები. ეს ხდება მაშინ, როდესაც მზე ქალწულს ტოვებს და გადადის სასწორში. მოიმატებს ოპტიმიზმი, კომპრომისობა, სამართლიანობა.
ოთხშაბათს არ ეცადოთ სიმართლის დამტკიცებას.
ხუთშაბათს, პარასკევს და კვირას ტრამვულ-ავარიული ფონი მაღალია.
შაბათ-კვირას საიდუმლოდ იმოქმედეთ, ნუ გათქვამთ ინფორმაციას. დაუკვირდით საკუთარ სიტყვებს - ამას ცუდი ძალა აქვს და უკან გიბრუნდებათ, კარგს თუ იტყვით კარგად დაგიბრუდებათ, ცუდს თუ იტყვით ცუდად.
ასტროლოგიური პროგნოზი თითოეული ზოდიაქოს ნიშნისთვის:
ვერძი: გამოცოცხლდებით, ხასიათი გიუმჯობესდებათ, ოპტიმიზმი გემატებათ. წარმატების შანსი მაღალი გაქვთ და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვისაც კარგი დროა. თუმცა ნუ იჩქარებთ, თქვენთვის ერთთვიანი კარგი პერიოდი იწყება, ამიტომ ოთხშაბათის შემდეგ შეუდექით საქმეებს.
კურო: ქარიზმა გაქვთ. საინტერესო ახალი კონტაქტების წინაშე დადგეთ, როგორც რომანტიული, ისე საქმიანი. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ძველმა პრობლემებმა შეიძლება იჩინოს თავი.
ტყუპები: ენერგია და ქარიზმა გემატებათ. კონტაქტური და მოლაპარაკე ხართ. ერთ ადგილზე ვერ ჩერდებით, ახალი შთაბეჭდილებები გსურთ. შეიძლება საინტერესო ადამიანები გაიცნოთ. იდეების დასახვისა და მათი რეალიზების დაწყების დროა, რაც მატერიალურ მდგომარეობასაც გაგიუმჯობესებთ.
კირჩხიბი: ცოტა რთული პერიოდი გაქვთ. იღბლიანობის ფაქტორი იკლებს. გაუფრთხილდით საკუთარ თავს. კვირის ბოლო შედარებით კარგი პერიოდი გექნებათ და საქმეები ამ დროისთვის გადაიტანეთ.
ლომი: ერთ-ერთი საუკეთესო დროა თქვენთვის. აქტიური ხართ. მნიშვნელოვანია კონტაქტები, საიდანაც მიიღებთ მნიშვნელოვან ინფორმაციას. ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და შემოქმედებითი წინსვლის შესაძლებლობა გექნებათ.
ქალწული: ენერგოტონუსი მაღალი გაქვთ, ქარიზმატული ხართ. მატერიალური დივიდენდები წამოიწევს წინ. ყველაფერს აკეთებთ მატერიალური სარგებლისთვის.
სასწორი: მზე გადადის თქვენს ზოდიაქოში და ამას აუცილებლად იგრძნობთ. შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენის, საქმიანი კონტაქტების და საინტერესო მოლაპარაკებების კუთხით კარგი დროა. თქვენთვის საუკეთესო ერთი თვე დგება.
მორიელი: თქვენი ენერგოტონუსი იკლებს. ამ კვირაში ახალ საქმეებს და დიდ საკითხებს ნუ დაუთმობთ დროს. ეცადეთ ძველი საქმეებიდან მიიღოთ დივიდენდები. გადაღლილობა მოიმატებს.
მშვილდოსანი: გაძლიერდებით, ოპტიმიზმი გემატებათ. იღბალი თქვენს მხარესაა და ყველაფერი გამოდგით.
თხის რქა: საკუთარი იდეების პროპაგანდას მიყავით ხელი. სახლსა და სამსახურში ურთიერთობების კარგად დალაგებას შეძლებთ, ყველა გიგებთ. წარმატების შესაძლებლობა გაქვთ.
მერწყული: თქვენი იდეები და ფანტაზიები წინა პლანზეა, შეგიძლიათ ახალი შემოსავლის წყაროები მოიძიოთ. უკეთ გრძნობთ თავს და სასიკეთო შესაძლებლობები გიჩნდებათ.
თევზები: მეტი ყურადღება გმართებთ, განმარტოების სურვილი გემატებათ, განწყობა გიუარესდებათ. თქვენი ბევრი იდეა შეიძლება კორექციის წინაშე დადგეს. ფარული მტრების და ინტრიგების ალბათობა მატულობს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცენტრის განცხადებაში განსაზღვრულია თითოეული საგნის მაქსიმალური ქულა და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა
2025-2026 სასწავლო წლიდან სკოლებში დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება - შეირჩევა საპილოტე სკოლები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს
„არც მე გადავწყვეტდი პედაგოგობას, რომ არ მენახა, რატომ ეძებდნენ ბიჭ კადრს...“
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...