მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიაში დასუფთავების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დასუფთავების აქცია გაიმართა. აქციაში Xა, Xბ და XIბ კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მოსწავლეებმა გიმნაზიის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.
„პლანეტის დასუფთავების იდეა პირველად ესტონეთში 2008 წელს დაიბადა. მაშინ დაახლოებით 50 ათასმა ადამიანმა დაასუფთავა მთლიანი ქვეყანა დაახლოებით 5 საათში. მას შემდეგ აღნიშნული იდეა სხვა ქვეყნებმაც აიტაცეს.
დღეისთვის გლობალურ აქციაში 157 ქვეყანა და 18 მლნ-მდე ადამიანი მონაწილეობს.
წელს დასუფთავების აქციაში სხვა ორგანიზაციებისა თუ საგანმანათლებლო დაწესებულებების მსგავსად წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიაც შეუერთდა, აქციაში მონაწილეობდნენ გიმნაზიის Xა, Xბ და XIბ კლასის მოსწავლეები. მათ დაასუფთავეს გიმნაზიის მიმდებარე ტერიტორია და ნარჩენები შესაბამის ადგილზე მოათავსეს!
აქციას ორგანიზებას უწევდა გიმნაზიის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრის გამგე თინა ჯიქია.
დიდი მადლობა ჩვენს საყვარელ მოსწავლეებსა და მასწავლებელს ასეთი ერთგულებისა და პასუხისმგებლობისათვის.
#დასუფთავებისსაერთაშორისოდღე
#19სექტემბერი
#წყალტუბოსსასულიეროგიმნაზია
#დავიცვათდისტანციადავასუფთაოთმსოფლიო
#დავასუფთაოთსაქართველო
#დავიცვათსაქართველოსსისუფთავე“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა