მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიწმენდის საჯარო სკოლის პედაგოგებისთვის, მოსწავლეებისა და მშობლებისათვის 2020-2021 სასწავლო წლის დაწყება განსაკუთრებით სასიხარულო და მნიშვნელოვანია, რადგან დიდი ხნის ნატვრა და ოცნება აუსრულდათ - მათ ახალი სკოლა ექნებათ.
„საუკუნოვანი სკოლის შენობაში გვიხდებოდა მოღვაწეობა. ბევრი ხელშემშლელი პირობები იყო, ბნელ, ნესტიან სარდაფის ტიპის ოთახებში ტარდებოდა გაკვეთილები, სადაც ბავშვების ჯანმრთელობისათვის საზიანო იყო.
დიდი ძალისხმევის შედეგად მოხდა სკოლის დემონტაჟი. ახალი სკოლის მშენებლობა იმავე ტერიტორიაზე დაიგეგმა, მიუხედავად მძიმე მდგომარეობისა, მშენებლობის პროცესი არ შეჩერებულა. მშენებლები მუხლჩაუხრელად შრომობენ შენობის დროულად დასამთავრებლად.
სოფლის მოსახლეობას აღარ სჯეროდა, თუ ოდესმე დაიწყებოდა სკოლის მშენებლობა. ფიქრობდნენ, რომ ქვეყანაში პანდემიით გამოწვეული მდგომარეობის გამო, მშენებლობა გაურკვეველი ვადით გადაიდებოდა, თუმცა სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები, სოფლის მცხოვრებნი მოულოდნელად გახდნენ დიდი აღმშენებლობის მოწმენი. რამდენიმე თვე და ახალ სკოლაში პირველად დაირეკება მოსწავლე -ახალგაზრდობისათვის ზარი, რომელსაც ასე მოუთმენლად ელოდებიან.
ჩვენ, ბიწმენდის საჯარო სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები, მშობლები უღრმეს მადლობას ვუხდით განათლების სამინისტროს. უდიდეს მადლობას გამოვთქვამთ მცხეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ფარნაოზ იორდანიშვილის, პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებულის-ბატონ შალვა კერესელიძის, მუნიციპალიტეტის მერის - ბატონ გიორგი კაპანაძისა და ყოფილი პარლამენტის წევრის, დეპუტატის ბატონ დიმიტრი ხუნდაძის მიმართ, რომლებმაც ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ და მომავალ თაობას აუხდინეს დიდი ხნის ოცნება, რომ თანამედროვე დიზაინით გვექნება ბიწმენდის საჯარო სკოლის ახალი შენობა“-წერს სკოლის დირექტორი ნინელი მამულაშვილი.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა