სიახლეები
სიახლეები

გაზრდილი ხარჯი სკოლებისთვის - რა დაჯდება სამედიცინო კაბინეტების მოწყობა და ვინ უნდა გაიღოს თანხა?
28-09-2020
-
+


სრულფასოვანი სასწავლო პროცესის აღდგენას ჯერჯერობით კვლავ კითხვისნიშანი აქვს, თუმცა ერთი რამ უაპელაციოა - არსებული რეკომენდაციების გათვალისწინება ყოველი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის სავალდებულოა და მათ შორის, ერთ-ერთი უმთავრესია სამედიცინო კაბინეტის მოწყობა-აღჭურვა. რათა ნებისმიერი გაუთვალისწინებელი შემთხვევისას, სკოლამ უზრუნველყოს უსაფრთხოება.

პანდემიურმა რეალობამ, როგორც ჩანს, საბოლოოდ, შეცვალა გარკვეული მიდგომები და სკოლებშიც უკვე უმნიშვნელოვანესია ექიმისა და სამედიცინო კაბინეტის არსებობა, მაგრამ საინტერესოა - რა პრეპარატები უნდა ჰქონდეს სკოლის სამედიცინო კაბინეტს, როგორ უნდა იყოს აღჭურვილი და რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ის.

პირველ რიგში, გაწერილი რეკომენდაციების მიხედვით, სკოლის სამედიცინო კაბინეტში უნდა იყოს:

მაგიდა, ტახტი (200 ლ), სააფთიაქო კარადა (150 ლ), სამედიცინო სასწორი (60 ლ), სიმაღლის საზომი (50 ლ), ხელის დინამომეტრი (100 ლ), თერმომეტრი (3 ლ), ტონომეტრი (50 ლ), ფონენდოსკოპი (10 ლ), ლუპა (8 ლ), რეზინის ლახტი, რეზინის სათბური, ბუშტი ყინულისთვის (8 ლ), სამედიცინო მაკრატელი (62 ლ), პინცეტი, ნიღაბი ხელოვნური სუნთქვისთვის, საკაცე (200 ლ), მაცივარი (200) -  აი, ეს ყველაფერი უნდა ამშვენებდეს სკოლის სამედიცინო კაბინეტს, ხოლო რაც შეეხება მედიკამენტებს, ჩამონათვალი საკმაოდ მრავალფეროვანია და არც მათი ფასია მიზერული:

არანარკოტიკული ტკივილგამაყუჩებელი/არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო/სიცხის დამწევი საშუალებები (პარაცეტამოლის, იბუპროფენის ტაბლეტები, სიროფი 2-5 ლ); ცენტრალური მოქმედების ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები (მაგ. კეტოროლაკი - 3 ლ); ანტიჰისტამინური საშუალებები (მაგ.,ქლორპირამინის ჰიდროქლორიდის ამპულები და ტაბლეტები, ლორატადინის, დესლორატადინის ტაბლეტები - 11 ლ); ადგილობრივი მოქმედების ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები (მაგ.დიკლოფენაკი - 3 ლ); ღებინების საწინააღმდეგო საშუალება და კუჭ-ნაწლავის მოტორიკის სტიმულატორი (დომპერიდონი და სხვ. წვეთების ან სიროფის სახით - 24 ლ); ანტიბრონქოსპაზმული საშუალებები (სალბუტამოლის ტაბლეტები, სიროფი, საინგალაციო პრეპარატები - ალბუტეროლი და სხვ.); სპაზმოლიზური საშუალებები (მაგ., ჰიოსცინ-ნ-ბუტილბრომიდი, დროტავერინი - 10 ლ); რეჰიდრატაციული საშუალება, პერორალური ელექტროლიტების წყალში გასახსნელი პაკეტები; პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორი (მაგ. ომეპრაზოლი - 5 ლ); დიარეის საწინააღმდეგო საშუალება (მაგ. დიოსმექტიტი - 1 ლ); ანტაციდები (მაგ.ალუმინიუმის ფოსფატი - 3 ლ); კორტიკოსტეროიდული საშუალება (დექსამეტაზონი, პრედნიზოლონი ამპულებში - 18 ლ); მუკოლიზური და ხველის საწინააღმდეგო პრეპარატები (მაგ. ამბროქსოლის სიროფი და ტაბლეტები - 5 ლ); ადგილობრივი გამოყენების ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები ფარინგიტის და ტონზილიტის დროს;
ვალიდოლი (აბები), ვალერიანი (წვეთები) – 1 ლ); თვალის წვეთები (მაგ., სულფაცეტამიდუმის 20% და 30 %-იანი ხსნარი - 2); ცხვირის წვეთები, ნაზალური სპრეი - 5 ლ; ყურის წვეთები - (მაგ.,ლიდოკაინისა და ფენაზონის ნარევი, ქოლინსალიცილატი და სხვა); ანტისეპტიკური და შესახვევი საშუალებები: თვალის ამოსარეცხი ხსნარი; სამედიცინო სპირტი (96%-იანი); წყალბადის ზეჟანგი (3% ხსნარი); ბრილიანტის მწვანე (1%-იანი ან 2%-იანი სპირტხსნარი); იოდი (5%-იანი სპირტხსნარი); ბეტადინის ხსნარი ჭრილობის დასამუშავებლად - 8 ლ; სხვადასხვა ზომის სტერილური საფენები - 100 ც. 7 ლ; ბაქტერიოციდული პლასტირები ჭრილობებისთვის - 0.40 ლ; ჰიგროსკოპული ბამბა; ბინტები /სამედიცინო გადასახვევი მასალა; ერთჯერადი საინექციო შპრიცები; ერთჯერადი შპადელები; ერთჯერადი ხელთათმანები (არასტერილური - 28 ლ).

იმ შემთხვევაში, როცა სამედიცინო მომსახურებას ახორციელებს საშუალო სამედიცინო პერსონალი (ექთანი), ზემოაღნიშნული ნუსხიდან, მიზანშეწონილია, ამოღებულ იქნეს დექსამეტაზონის, პრედნიზოლონის, სუპრასტინის ამპულები, სალბუტამოლი და დოპროკინი.
შენიშვნა: წარმოდგენილი ნუსხა არის სარეკომენდაციო და დაწესებულების საჭიროებიდან/სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაძლებელია, შეივსოს ექიმ-სპეციალისტის კვალიფიკაციის გათვალისწინებით.

როგორც ნახეთ, ნუსხა საკმაოდ შთამბეჭდავია და დაახლოებითი ფასების მიწერა ნივთებზე იმისთვის დაგვჭირდა, რათა თვალსაჩინო ყოფილიყო, დაახლოებით რა მასშტაბის ფინანსებზეა საუბარი. 1200 ლარი (უხეში დათვლით) ის თანხაა, რომელიც სკოლებმა საკუთარი ბიუჯეტიდან უნდა გაიღონ, ამას დაუმატეთ ექიმის ხელფასი და ისიც გაითვალისწინეთ, რომ პრეპარატების მარაგს პერიოდულად შევსება სჭირდება, ჰოდა ხარჯიც სოლიდური გამოვა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე კი, სკოლებში სამედიცინო კაბინეტების მოწყობა ფანტასტიკის სფეროს უტოლდება, მით უმეტეს, იქ, სადაც სველი წერტილები კვლავ ეზოშია და საპირფარეშოების მდგომარეობა კრიტიკას ვერ უძლებს. ასე რომ, სანამ საკაცესა და სამედიცინო კარადასა თუ დივან-სავარძელზე დავიწყებდეთ საუბარს, იქნებ სჯობდეს, მოსწავლე-მასწავლებლებს მინიმალური პირობები შევუქმნათ, რომ სკოლებში ხელის ხშირი დაბანა მაინც უზრუნველყონ!


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცენტრის განცხადებაში განსაზღვრულია თითოეული საგნის მაქსიმალური ქულა და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა 

2025-2026 სასწავლო წლიდან სკოლებში დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება - შეირჩევა საპილოტე სკოლები

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ბავშვების შემოქმედებითი უნარებით დამსწრე საზოგადოება აღფრთოვანებული დარჩა

სკოლაში გააზრებული აქვთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის არა მარტო თეორიული ცოდნის გადაცემა, არამედ პრაქტიკული სწავლებაც

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს 

სასწავლო მიზნის მისაღწევად ჩატარდა დაგეგმილი აქტივობა „სასწავლო გაჩერებები“, რომელებიც ემსახურებოდა ახალი ცოდნის სტრუქტურის შექმნას 

საინტერესო

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

რატომ და როდიდან ვრთავთ ნაძვის ხეს საახალწლოდ?

სიახლეები
საზოგადოება