მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზესტაფონის N7 საჯარო სკოლის მასწავლებლებმა სტატუსი აიმაღლეს. 19 პედაგოგი წამყვანი გახდა. ყველა მასწავლებელი აქტიურად ზრუნავს კარიერულ წინსვლაზე, შედეგიც სახეზეა, სკოლას 33 წამყვანის სტატუსის მქონე მასწავლებელი ჰყავს.
„ჩვენს სკოლას არასდროს აკლდა წარმატებები, დღესაც გახარებულები ვართ და გვსურს ამ სიხარულის მოზიარენი გაგხადოთ.
კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში კიდევ ერთი საფეხურით წინ წაიწიეს და წამყვანის სტატუსი მიენიჭათ ჩვენი სკოლის შემდეგ პედაგოგებს: მარეხ ქათამაძეს, კახაბერ მაღლაკელიძეს, თორნიკე კახნიაშვილს, ოთარ მაღლაკელიძეს, ირინე ბერაძეს, რუსუდან ბუბულაშვილს, ნანა მელაძეს, ლალი ზიბზიბაძეს, ნათია ნიკურაძეს, მიმოზა ხუსკივაძეს, თამარ არაბიძეს, მარეხ მჭედლიძეს, ცისანა ჟღენტს, ცისმარი ფერაძეს, მარინე ადეიშვილს, მაია გელბახიანს, ბელა კაპანაძეს, მანანა ბერაძეს, ანა ბაბუხადიას!
სიამაყით უნდა განვაცხადოთ, რომ ჩვენს სკოლას უკვე 33 წამყვანის სტატუსის მქონე მასწავლებელი ჰყავს. ვულოცავთ მათ ამ წარმატებას და ვუსურვებთ შემდგომ წინსვლას!“-წერია სკოლის ინფორმაციაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა