სიახლეები
სიახლეები

„ფაქტობრივად მხოლოდ განათლებაა აკრძალული და მთელი სისტემა პარალიზებულია“ - სპეციალისტები დისტანციური სწავლების შედეგებზე
22-09-2020
-
+


პანდემიის გამო განათლების ხარისხის გაუარესება ქვეყნის მომავალზე მძიმედ აისახება. ამ ყველაფერს სამომავლოდ უარყოფითი გავლენა ექნება კრიმინალზე, ეკონომიკაზე, შრომით ბაზარზე, დემოკრატიის განვითარებასა და ყველა სხვა მიმართულებაზე. ასეთ პროგნოზს განათლების სპეციალისტების etaloni.ge-სთან საუბარში აკეთებენ. 

სასწავლო წლის დიდ ქალაქებში დისტანციურად დაწყებას, იმ ფონზე, როცა სკოლები პრაქტიკულად მზად იყვნენ სასწავლო პროცესის გასაახლებად, სპეციალისტები არათანმიმდევრულ გადაწყვეტილებად აფასებენ. 

„საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით სწავლის დაწყებამდე ორიოდე დღით ადრე სასწავლო პროცესი დიდ ქალაქებში დისტანციურად დაიწყო, რაც რეალურად ძალიან დიდი ზიანის მომტანია, რადგან ეს არ იყო თანმიმდევრული გადაწყვეტილება. იმ ფონზე, რომ ქვეყანაში არავითარი სხვა შეზღუდვა არ მოქმედებს გარდა უსაფრთხოების წესების დაცვისა. ფაქტობრივად მხოლოდ განათლებაა აკრძალული და მთელი სისტემა პარალიზებულია“, - აღნიშნავს განათლების სპეციალისტი რევაზ აფხაზავა.

მისივე შეფასებით, ონლაინ სწავლების ეფექტურობაზე საუბარი რთულია, ვინაიდან საკლასო ოთახშიც კი გვიჭირს ხარისხიანი განათლების მიცემა მოსწავლეებისთვის.

„არც მასწავლებლებს და არც მოსწავლეებს არ ჰქონდათ შესაბამისი უნარები ხარისხიანი ონლაინ სწავლებისთვის. ხარისხი არის არათანაბარი, არის მასწავლებლების ნაწილი, რომელიც კარგად ართმევს ამას თავს, თუმცა ძირითადად ჩვენ გვესმის საუბარი ხარვეზებზე. იქნება ეს ტექნიკური ხარვეზი, ინტერნეტის წვდომასთან დაკავშირებული პრობლემები თუ მეთოდოლოგიური. შესაბამისად, რაც ხელს უნდა უწყობდეს დისტანციური სწავლების განვითარებას ყველა კომენტარში გვაქვს მნიშვნელოვანი შეზღუდვა. შესაბამისად, ხარისხზე საუბარი გაგვიჭირდება, რადგან  ჩვენ საკლასო ოთახშიც კი გვიჭირს ხარისხიანი განათლების მიცემა ჩვენი მოსწავლეებისთვის და დისტანციური სწავლების დროს, როცა არც უნარები გვაქვს და არც შესაბამისი ტექნოლოგიები ხელმისაწვდომი, ეს პრობლემა კიდევ უფრო მწვავდება“, - აღნიშნავს აფხაზავა.

ამავე პოზიციას იზიარებს განათლების ექსპერტი თამარ მოსიაშვილიც. მისი თქმით, ყველაზე დიდი პრობლემა ციფრული დაყოფაა. ათასობით მოსწავლეს არ აქვს უწყვეტი ინტერნეტი და შესაბამისი ტექნიკური საშუალებები, რათა ონლაინ სწავლებაში იყოს ჩართული.

„ჩვენ არ ვიცით ეს სასწავლო წელი როგორ გაგრძელდება, თუმცა როგორც ჩვენი პარტნიორები და საერთაშორისო ორგანიზაციები წერენ, ქვეყანა ყველანაირად უნდა ეცადოს რომ სწავლის პროცესი არ გადაიდოს.

ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მოსწავლეებიც და მასწავლებლებიც ძალიან დიდი პრობლემების წინაშე არიან. პირველ რიგში აღვნიშნავ იმას, რომ ჩვენთან ძალიან მწვავედ დგას ციფრული დაყოფის საკითხი. საქართველოში ათი ათასობით ბავშვია, რომელსაც არ აქვთ უწყვეტი ინტერნეტი და ციფრული ტექნოლოგია. ეს ბავშვები ზრუნვის მიღმა არიან დარჩენილნი.

მასწავლებლებმა კი არ იციან ონლაინ სწავლების მეთოდოლოგია, მათ ტრადიციული სასწავლო სივრცე გადაიტანეს ვირტუალურ სივრცეში. გასაგებია, რომ მცირე დრო იყო და ამ ყველაფერის ორგანიზება ჭირდა, მაგრამ მცირეკონტიგენტიან სკოლებში მაინც შეიძლებოდა ინტერვენციების განხორციელება“, - აღნიშნავს მოსიაშვილი.

იმის მიუხედავად, რომ პანდემიის პირველი ტალღის დროს სწავლა გაგრძელდა, არ მოხდა მონაცემების მოგროვება - ამატებს განათლების სპეციალისტი და ვარაუდობს, რომ საგანმანათლებლო სივრცეში პრობლემები კვლავ იქნება:

„მაგალითად, მე ვიცნობ ბავშვებს, რომლებიც მეთორმეტე კლასში სწავლობდნენ და დისტანციური სწავლების პერიოდში არც ერთი გაკვეთილი არ ჩატარებიათ. მაგრამ ამის შესახებ ინფორმაცია სამინისტრომდე არ მისულა. ამასთან, არ ჩატარებულა კვლევა თუ რამდენად ტარდებოდა ონლაინ გაკვეთილები რამდენჯერ ესწრებოდა მოსწავლე ამ გაკვეთილებს. არ მოხდა კვლევა იმის შესახებ, თუ როგორ ატარებდნენ მასწავლებლები გაკვეთილებს და რა ტიპის დახმარება სჭირდებოდათ მათ. ეს ყველაფერი არ მომხდარა, შესაბამისად საგანმანათლებლო სივრცეში ეს პრობლემები კვლავ იქნება“.

თამარ მოსიაშვილის პროგნოზით, ამ პროცესში ყველაზე მეტად ის მოსწავლეები დაზარალდებიან, რომლებიც დაბალ სოციალურ საფეხურზე იმყოფებიან და დანაკლისი, რომელიც მოსწავლეებმა ონლაინ სწავლებისას განიცადეს რთულად აღსადგენი იქნება.

„ძალიან ძნელი იქნება იმ დანაკლისის შევსება, რომელიც მოსწავლეებს ონლაინ სწავლების პერიოდში მიადგათ, რადგან არ ვიცით როდემდე გაგრძელდება ეს შეზღუდვები, მაგრამ ვფიქრობ შესაძლებელია. რა თქმა უნდა, ადვილი არ იქნება, მაგრამ თუ სკოლას ექნება კურიკულუმის სწრაფი კურსი, შესაბამისი რესურსი, მაშინ შესაძლებელი იქნება მოსწავლეებმა შეივსონ ის დანაკლისი, რომელიც ამ პერიოდში მიადგათ.

ძალიან ცუდი რაღაც უნდა ვთქვა, მაგრამ პირველ რიგში ეს პანდემია დააზარალებს ღარიბ ბავშვებს. ოჯახებს, რომლებსაც არ აქვთ კარგი შემოსავალი, არ აქვს ინტერნეტი და ტექნიკა, შესაბამისი განათლება მშობლებს რომ დაეხმარონ ამ მოსწავლეებს. ახლა საზოგადოება, რამდენად „ჰუმანური“ იქნება და რამდენჯერ იტყვის, რომ „ტელესკოლა“ ამ ბავშვებისთვის ჩავატარეთო, რაც ჩემი გადმოსახედიდან უბრალოდ ცინიზმია, ამას ერთად ვნახავთ“, - განაცხადა მოსიაშვილმა.

საბოლოოდ, განათლების სპეციალისტები თანხმდებიან იმაზე, რომ ჩავარდნას, რომელიც დღეს განათლების სისტემაში გვაქვს, კორონავირუსის გადავლის შემდგომ კიდევ დიდი ხნის განმავლობაში დავინახავთ.

„სისტემა ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას, რასაც ეფექტური მენეჯმენტი და ძალების მაქსიმალური კონცენტრაცია სჭირდება. მათ შორის ფინანსური რესურსები. ამ ფონზე კი ჩვენ ვხედავთ, რომ განათლების ბიუჯეტიდან გარკვეული თანხები შეიკვეცა, მაშინ როდესაც სხვა ქვეყნებს, რომლებსაც მაღალი პასუხისმგებლობა აქვთ, მნიშვნელოვნად გაზარდეს განათლების სისტემის დაფინანსება.

კორონავირუსი გადაივლის, მაგრამ მის შედეგებს ჩვენ ძალიან დიდხანს დავინახავთ, როგორც ეკონომიკაში ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

საერთაშორისო კვლევებში მეტი უკან დაწევა მე აღარ წარმომიდგენია, ისედაც იმდენად დაბალი მაჩვენებლები გვაქვს და ეს სიტუაციაც დადებითად ნამდვილად ვერ იმოქმედებს. პირიქით მნიშვნელოვანი ზარალი მიადგება, როგორც განათლების ხარისხს, ისე ეკონომიკას სამუშაო ძალის ფორმირებას, ჯანდაცვას, დემოკრატიის განვითარებას, კრიმინალს და ა.შ. მნიშვნელოვანი უკუჩვენებები ექნება ასეთი ტიპის გადაწყვეტილებას“ , - განაცხადა აფხაზავამ.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცენტრის განცხადებაში განსაზღვრულია თითოეული საგნის მაქსიმალური ქულა და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა 

2025-2026 სასწავლო წლიდან სკოლებში დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება - შეირჩევა საპილოტე სკოლები

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ბავშვების შემოქმედებითი უნარებით დამსწრე საზოგადოება აღფრთოვანებული დარჩა

სკოლაში გააზრებული აქვთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის არა მარტო თეორიული ცოდნის გადაცემა, არამედ პრაქტიკული სწავლებაც

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს 

სასწავლო მიზნის მისაღწევად ჩატარდა დაგეგმილი აქტივობა „სასწავლო გაჩერებები“, რომელებიც ემსახურებოდა ახალი ცოდნის სტრუქტურის შექმნას 

საინტერესო

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

რატომ და როდიდან ვრთავთ ნაძვის ხეს საახალწლოდ?

სიახლეები
საზოგადოება