მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
შუახევში, კულტურის ცენტრის მოსწავლე-ახალგაზრდობასთან მუშაობის განყოფილების ორგანიზებით, ჟურნალისტიკის კონკურსის - „თაიმ“ მეორე ტური გაიმართა, რომელშიც შუახევის მუნიციპალიტეტის წყაროთის საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლე ცირა გოგრაჭაძე მონაწილეობდა.
მეორე ტურში მონაწილეებმა მიმდინარე აქტუალურ თემებზე ესეები დაწერეს და აიღეს ინტერვიუები საზოგადოებისაგან. კონკურსის 21 მონაწილიდან მესამე ტურში 15 კონკურსანტი გადავა, რომლის შედეგებიც ცნობილი გახდება 5 დღის განმავლობაში.
კონკურსის მიზანია:- მოსწავლეებში ჟურნალისტური ხედვის განვითარება, ინტერვიუს აღება, ჟურნალისტური წერის მანერის შესწავლა, კითხვების შედგენის პრინციპი, ვიდეო სიუჟეტების გადაღების პრაქტიკის შესწავლა.
კონკურსი 5 ეპატისაგან შედგება. პირველ ტურში მონაწილეებმა ტვ 25-ისა და აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების მუშაობის პროცესს გაეცნენ, დაათვალიერეს სტუდიები და მიიღეს პრაქტიკული რჩევები.
ჟურნალისტიკის კონკურსის „თაიმ“ ორგანიზატორია კულტურის ცენტრის მოსწავლე- ახალგაზრდობასთან მუშაობის განყოფილება;
კონკურსის მხარდამჭერები:20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა