მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, ბუკისციხის საჯარო სკოლაში 2020-2021 სასწავლო წელი დაიწყო, რა თქმა უნდა, არსებული რეკომენდაციების სრული დაცვითა და უსაფრთხოების ნორმების ზედმიწევნით გათვალისწინებით.
მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლე-მასწავლებლებს სოციალური დისტანციის დაცვა უწევთ და სასწავლო წლის დაწყებისას, ისე ვერ მიეგებნენ ერთმანეთს, როგორც სურდათ, ამ ყველაფერს სკოლის კედლებში დაბრუნების სიხარული არ გაუნელებია; ბუკისციხის საჯარო სკოლის თითოეულ მოსწავლესა და მასწავლებელს სრულად აქვს გაცნობიერებული საკუთარი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა; მათ ისიც კარგად იციან, რომ ეს ყველაფერი, ისევ და ისევ, მათივე უსაფრთხოებისთვის კეთდება და ამიტომ, ისეთივე დიდი პასუხისმგებლობას იჩენენ, როგორი პასუხისმგებლობითაც სკოლის ადმინისტრაცია სასწავლო წლის დაწყებას მოეკიდა.
„ბუკისციხის საჯარო სკოლის დირექცია გაცნობებთ, რომ გათვალისწინებულია ყველა სასკოლო რეკომენდაცია და სკოლამ სასწავლო პროცესი დაიწყო 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა