მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
უშანგი სოფრომაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის ძევრის საჯარო სკოლა მოსწავლეთა არაფორმალურ განათლებაზე არდადეგების დროსაც აქტიურად ზრუნავდა.
პედაგოგებმა და მოსწავლეებმა არდადეგები საინტერესოდ და შემოქმედებითად გაატარეს და მთელი ზაფხულის განმავლობაში სხვადასხვა საინტერესო აქტივობაში იყვნენ ჩართულნი.
სკოლაში საზაფხულო ბანაკი ფუნქციონირებდა, რომელიც ინტელექტუალური თამაშებითა და სპორტული შეჯიბრებებით იყო დატვირთული.
მოსწავლეებმა ბუნებაში სამაგიდო თამაშები გამართეს. სკოლის ინტელექტბანაკში კი საინტერესო ინტელექტთამაშები ჩატარდა. სკოლის წარმომადგენლების და მოსწავლეების ორგანიზებით ასევე მდინარე ძევრულაზე სათავგადასავალო თამაშები მოეწყო, რომელიც მოსწავლეებმა წარმატებით და უსაფრთხოდ დაასრულეს და ბევრი იხალისეს.
მოსწავლეები ასევე ველოტურში მონაწილეობდნენ. „იკატავე“ ძევრის სკოლასთან ერთად“ - ასე ერქვა ერთ-ერთი სპორტულ აქტივობას, რომელიც აგვისტოში ჩატარდა. ულამაზეს ქვერუნას ხეობაში მოსწავლეებმა ველოტური გამართეს და 7 კილომეტრი გაიარეს.
სკოლის ეზოში კინოჩვენებებიც მოეწყო.
მოსწავლეებს არც უკვე ტრადიციად ქცეული საქველმოქმედო საქმიანობა დავიწყებიათ. „სიკეთის კლუბმა“ მორიგი საქველმოქმედო აქცია ჩაატარა. მოსწავლეები შეგროვებული პროდუქტებით სოციალურად დაუცველ ოჯახს დაეხმარნენ.
სკოლა ძლიერ გუნდს ნაყოფიერი ზაფხულისთვის მადლობას უხდის.
„ლიდერთა ძლიერი გუნდი... გარანტირებული წარმატებების მომტანნი...გუნდმა რომელმაც მოკლე ხანში დაარესტარტა ძევრის საჯარო სკოლა! მადლობა STAFF-ს „ცხელი“ ზაფხულისათვის ! წინ ბობოქარი სასკოლო ცხოვრება, უამრავი პროექტები და წარმატებებია“,- ნათქვამია მადლობის წერილში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„შვილებს ვუსურვებთ, სითბო, სიყვარული და პატივისცემა არ მოაკლონ დედებს“