მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სტატუსიანი მასწავლებლების ხელფასების დაანონსებული მატება კვლავ დიდი კითხვისნიშნის ქვეშაა. მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე გადაჭრით ითქვა, პედაგოგებს ახალი სასწავლო წლიდან ანაზაღაურება150 ლარით უნდა მომატებოდათ, ჯერჯერობით ამ საკითხზე სრული დუმილია და როგორც etaloni.ge-მ გაარკვია, არც არავინ იცის, როდიდან აიღებენ მომატებულ ხელფასს.
განათლების სამინისტროს ცხელ ხაზზე გვითხრეს, რომ ეს ყველაფერი კვლავ ინიციატივის დონეზე რჩება და ოფიციალური დოკუმენტი არ არსებობს, არადა მასწავლებლებს დიდი იმედი ჰქონდათ, რომ სიტყვა და საქმე ერთი იქნებოდა - სექტემბერში 150 ლარით მომატებულ ხელფასებს აიღებდნენ. ჰოდა, როგორც გავარკვიეთ, ხელფასის დარიცხვისას დიდი იმედგაცრუება ელით!
უფრო დიდი გაურკვევლობაა სპეცმასწავლებლებთან დაკავშირებით, ისინი ამჟამად პრაქტიკოსებად ითვლებიან და არც ეს 150 ლარიანი მატებაა მათზე ნაგულისხმევი; როგორც ოფიციალურ უწყებაში გვიპასუხეს, სპეცმასწავლებლები ცალკე რეგულაციებს ექვემდებარებიან და ისევ და ისევ იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ ოფიციალური დოკუმენტი არ არსებობს, არც პრაქტიკოსების გამოცდა ჩატარებულა, პროგნოზების გაკეთება რთულია.
საკითხავი ისაა, აქამდე რატომ არ გამოცემულა შესაბამისი ბრძანება, რომელშიც გაწერილი იქნებოდა ყველა კატეგორია, ვისაც ხელფასის 150-ლარიანი მატება ეხებოდა და ისიც, როდისთვის უნდა დალოდებოდნენ პედაგოგები ამ თანხას.
რადგან ამ კითხვაზე ერთგვაროვანი პასუხი არ არსებობს, ისღა დაგვრჩენია, ლოგიკურად ვივარაუდოთ, რომ სწორედ პრაქტიკოსების გამოცდის ჩატარებას ელიან, რათა ზუსტად გაირკვეს, რამდენი სტატუსიანი მასწავლებელი ეყოლება ქვეყანას და შესაბამისად, ზუსტად გაიწეროს ბიუჯეტიც. ვიმეორებთ - ეს მხოლოდ ერთ-ერთი ვერსიაა, რომელსაც, შექმნილი მოცემულობის გათვალისწინებით, დაგვეთანხმეთ, არსებობის უფლება უდავოდ აქვს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა