მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის ჟიული შარტავას სახელობის N62 საჯარო სკოლამ შრომის ინსპექციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგი წარმატებით გაიარა და სწავლის საკლასო ოთახებში გასაახლებლად მზად არის.
სკოლიდან მოწოდებული ინფორმაციით, თბილისის ჟიული შარტავას სახელობის N62 საჯარო სკოლა სწავლის განახლებისთვის საგანგებოდ ემზადებოდა, გარემონტდა სველი წერტილები, მოწესრიგდა საკლასო ოთახები, განსაკუთრებული მონდომებით გაკეთდა ბანერები, მინიშნებები, რათა კორონავირუსული ინფექციის საფრთხისგან დაგვეცვა მოსწავლეები და მასწავლებლები. დიდი შრომის შედეგად, შევძელით დაცული ყოფილიყო ჰიგიენა, მოსწავლეთა უსაფრთხოება.
„სკოლამ გაიარა შრომის ინსპექციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგი, მათი დასკვნის თანახმად, სკოლა სრულ მზადყოფნაშია, გათვალისწინებულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ უსაფრთხოების დაცვის კუთხით გაცემული ყველა რეკომენდაცია.
პანდემიიდან გამომდინარე, 15 სექტემბრიდან სკოლა დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა, თუმცა სრული მზადყოფნით, მოუთმენლად ველოდებით სწავლის საკლასო ოთახებში განახლებას. ყველას ვუსურვებთ ჯანმრთელობას“,- ნათქვამია სკოლის წერილში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ბიოლოგიის სწავლების უმნიშვნელოვანესი ამოცანაა მოსწავლეებში სამეცნიერო კვლევის და უნარ-ჩვევების განვითარება“