მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლაში 2020-2021 სასწავლო წლის დასაწყისში მოსწავლეებს ბიოლოგიის განსხვავებული კაბინეტი დახვდათ. ახალი ოთახი დიდი, ნათელი და ყვავილებით გალამაზებულია. ამაზე სკოლის დირექტორმა ეკატერინე ფიფიამ და ბიოლოგიის მასწავლებელმა ანნა წულაიამ არდადეგებზე იზრუნეს - შეიძინეს ქოთნები და გაამრავლეს ყვავილები.
კაბინეტში ცოცხალი კუთხეც არის. პირველმა ბინადრებმა – წითელყურა კუებმა ბავშვები გააოცეს და მოხიბლეს. მომავალში თუთიყუშებისა და ლოკოკინების შეძენა იგეგმება. ასევე გამოიყოფა მიკროსკოპზე მუშაობისა და მინი-საექსპერიმენტო კუთხე.
„ბიოლოგია უნდა ისწავლებოდეს არა მხოლოდ წერით და კითხვით, მას აუცილებლად სჭირდება ხელებით მუშაობა, კვლევებისა და ექსპერიმენტების ჩატარება. ძალიან მინდა და ყველანაირად ვეცდები ჩემს მოსწავლეებს შევაყვარო ეს საოცარი საგანი“,- ამბობს ანნა წულაია.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კურსი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა