სიახლეები
სკოლები

თაბაგრების საჯარო სკოლამ სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში, რეგულაციების დაცვით, განაახლა
23-09-2020
-
+


ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ თაბაგრების საჯარო სკოლამ, ინსპექტირების წარმატებით გავლის შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოთხოვნილი რეგულაციებისა და წესების დაცვით 15 სექტემბერს 2020-2021 სასწავლო წელი საკლასო ოთახებში დაიწყო.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდა სველი წერტილების შენობაში, რომლის პროექტიც ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიამ დააფინანსა. განხორციელებული სამუშაოები სრულიად შეესაბამება ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნებს.

სკოლის ბიუჯეტით გარემონტდა შენობის მეორე სართულის 6 საკლასო ოთახი.

„სკოლას აქვს სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებების მარაგი, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ სრული  მზაობა გვქონდეს მომდევნო პერიოდშიც საკლასო ოთახებში სწავლის გაგრძელებისა. მოსწავლეები და მათი მშობლები გაგებით მოეკიდნენ პანდემიის შედეგად შექმნილ სიტუაციას და ერთობლივი მუშაობით ხელს ვუწყობთ სწავლის პროცესის შეუფერხებლად მიმდინარეობას“,- ნათქვამია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს 

სკოლის დირექტორებთან მასწავლებლის სახლმა შეხვედრა ჩაატარა

სკოლების შერჩევის 5 კრიტერიუმი ცნობილია - განაცხადის წარდგენის ვადა იწურება

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება