მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბღის საჯარო სკოლამ შრომის ინსპექციის შემოწმება წარმატებით გაიარა და სწავლა საკლასო ოთახებში ყველა რეკომენდაციის დაცვით განაგრძო.
შესაბამისად, ევროპული ენების დღე სოფელ ქვაბღის საჯარო სკოლაში ღია სივრცეში აღინიშნა. მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა ღონისძიებებში, როგორიც იყო - ლიტერატურული კონკურსი, ვიქტორინა, გამოიცანი მელოდია.
„გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი და საუკეთესო მოთხრობის ავტორი, რომლებიც საჩუქრებით დაჯილდოვდნენ, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით „გოეთეს ინსტიტუტს საქართველოში“ არაჩვეულებრივი რესურსებისთვის.
აგრეთვე სკოლის დირექცია დიდ მადლობას უხდის პროგრამა - „ასწავლე საქართველოსთვის“ ინგლისური ენის კონსულტანტ მასწავლებელს თაია მამარდაშვილს გაწეული შრომისა და ასეთი საინტერესო ღონისძიების მომზადებისთვის“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა