მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ვიდეო, სადაც სტუდენტები ონლაინ-ლექციისას ლექტორს შეურაცხყოფას აყენებენ, მხოლოდ საზოგადოების აღშფოთების კი არა, გამოძიების დაწყების საფუძველიც გახდა.
საქმეს ძალოვანი უწყება შეისწავლის და როგორც ირკვევა, უკვე დადგენილია ერთი პირი, რომელიც სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტია; მას, სავარაუდოდ, უმაღლესი სასწავლებლიდან გარიცხვა ემუქრება. დანარჩენი პირების ვინაობასაც შსს დაადგენს. მანამდე კი ირკვევა, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის და ლექტორების შეურაცხყოფამ უკვე მასშტაბური ხასიათი მიიღო. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ონლაინ-ლექციის ჩაშლის მცდელობისა და ლექტორებისთვის შეურაცხყოფის მიყენების რამდენიმე ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინიტროს უკვე მიმართა.
„ერთი პირის იდენტიფიცირება თსუ-მ უმოკლეს დროში შეძლო. ის სტუდენტია და მის საკითხზე ფაკულტეტის საბჭო უახლოეს დღეებში შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. თუ სხვა პირებიც სტუდენტები აღმოჩნდებიან, უნივერსიტეტი დამატებით იმსჯელებს მათ საკითხთან დაკავშირებითაც“, - ასეთია ოფიციალური სასწავლებლის კომენტარი, ხოლო საკითხის განხილვისას უნივერსიტეტის ადმინისტრაცია უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონით, უნივერსიტეტის წესდებითა და შიდასამართლებრივი რეგულაციებით იხელმძღვანელებს.
თუმცა უკვე ალაპარაკდნენ იმაზე, რომ ზუმის პლატფორმა დაუცველია - შესვლა ნებისმიერს შეუძლია ვინც ლინკს მოიპოვებს და აჯობებს, უმაღლესმა სასწავლებლებმა ბევრად დაცული ონლაინ-პლატფორმები გამოიყენონ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა