მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
უშანგი სოფრომაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის ძევრის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა აქტუალურ თემაზე საინტერესო აქტივობებს გეგმავენ. ამჯერად მეათეკლასელებმა კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ, ღია ცის ქვეშ, დისტანციის დაცვით ინფორმაციული შეხვედრა მოაწყვეს.
„სოფელ ძევრის ცენტრალურ გზას რომ გაუყვებით, შეუმჩნეველი არ დაგრჩებათ „უცნაური პატარა შენობები“. ეს ძევრის საჯარო სკოლაა. დიახ, ეს ის სკოლაა, სადაც იბადება ახალი იდეები, რადგან საინტერესოდ წარიმართოს თითოეული ახალგაზრდის ცხოვრება.
სკოლის სიმყუდროვეს მდინარე ძერულის ჩხრიალი და ჩიტების საამური ჭიკჭიკი არღვევს, რომელთაც ბანს აძლევს სიცოცხლით სავსე გოგო-ბიჭების ჟრიამული. ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული, მაგრამ ძევრის საჯარო სკოლაში ყოველი დღე სიახლეებით იწყება. მიუხედავად იმისა, რომ დღეს მსოფლიო კოვიდ-19-თან ბრძოლაშია ჩაფლული, მათ რიგებს არც ძევრის საჯარო სკოლა ჩამორჩება.
X კლასის მოსწავლეებმა: ხატია აბესაძემ და თემურ ფანჩულიძემ ღია ცის ქვეშ საინტერესოდ წარმართეს მინი-ლექცია თემაზე: „კორონავირუსების ოჯახი-კოვიდ-19“. ისინი მოუწოდებდნენ დამსწრე საზოგადოებას, რომ დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მითითებული რჩევები! გაითვალისწინონ, რომ ცხოვრებაში დიდი უპირატესობაა, როცა „შეცდომებზე სწავლა“ შეგვიძლია! სიცოცხლე ხავერდოვანი და მშვენიერია, ყოველ ადამიანში მზეა, გაუფრთხილდნენ, რომ ამ მზემ ანათოს! მადლობა თქვენ, ხვალინდელი დღის იმედებო! იმედია და გვჯერა, რომ მალე გამოიდარებს და თქვენი მზე მოწმენდილ ცაზე იკაშკაშებს!“-წერია სკოლის პედაგოგის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა