მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მარტყოფის N1 საჯარო სკოლამ რეგიონული ინსპექტირების მონიტორინგის ფარგლებში დადებითი შეფასება მიიღო და სრული, პირდაპირი სწავლების რეჟიმით განაახლა სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს.
„სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის ყველა თანამშრომელს მაქსიმალური მობილიზებისთვისა და თავდაუზოგავი შრომისთვის. სწორედ მათი მაღალი პასუხისმგებლობისა და ძალისხმევის შედეგია ის სისტემური გამართულობა და შედეგი, რამაც ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროს რეკომენდაციების სრულად დაკმაყოფილება გამოიწვია.
განსაკუთრებული მადლობა სკოლის პერსონალს ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების უზრუნველყოფისთვის,
სკოლის დარაჯებს - დამატებით დასუფთავების საქმიანობებში მონაწილებისთვის, სკოლის მოსწავლეთა ხელოვნების მასწავლებელ მარინა ხნუსიანს, თვითმართველობას და გასული წლის კურსდამთავრებულებს - სკოლის ეზოს გალამაზებისთვის. ასევე, თითოეულ მშობელს - სასკოლო ინიციატივებისა და რეგულაციების დაცვის მხარდაჭერისთვის (რაც ნათლად იგრძნობა მშობელთა სოციალურ ჯგუფებში), გარდაბნის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს, ქალბატონ ნინო გვარამაძეს და მის გუნდს - სკოლების თანადგომისთვის, განათლების სამინისტროს - ყველა საჭირო ინსრუმენტითა და ინვენტარით სკოლების აღჭურვისთვის და ჩვენს მოსწავლეებს, რომლებიც პატივს სცემენ სასკოლო ორგანიზაციულ წესებს და ხელს უწყობენ უსაფრთხო სასწავლო გარემოს ჩამოყალიბებას სკოლაში“,-აღნიშნულია დირექციის განცხადებაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ასევე მოსწავლეებმა შეასრულეს ფრანგული სიმღერა კინოფილმიდან „ჩარირამა“
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კონკურსი საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრმა გამოაცხადა
რისი გაკეთება არ შეიძლება წინასაახალწლოდ - ყველაფერი, რაც 2025 წლის დადგომამდე უნდა გავითვალისწინოთ