მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის საიუბილეო გამოწვევას კურსდამთავრებული, ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი ალეკო ახალაძე შეუერთდა. გთავაზობთ სკოლის მორიგი კურსდამთავრებულის მოგონებებს:
„პირველ რიგში, ბოდიშს მოვიხდი, რომ დავაგვიანე ჩემი მილოცვა მშობლიური სკოლის-ქალაქ ქუთაისის იოსებ ოცხელის სახელობის N2 საჯარო სკოლის 140-ე წლისთავთან დაკავშირებით.
სამწუხაროდ, ჩანაწერში გამომრჩა და განსაკუთრებით მინდა გავიხსენო და მუხლი მოვიდრიკო ჩემი პირველი მასწავლებლის ქალბატონ მათიკო მათიაშვილის სულის წინაშე!...დღესაც მახსოვს ის განცდა, როდესაც პირველ გაკვეთილზე შევედით და საოცარი ფიზიკური და სულიერი სილამაზის მქონე მათიკო მასწავლებლის „ტყვეობაში“ აღმოვჩნდით!
ვულოცავ სკოლის პედაგოგებს, აღსაზრდელებს, კურსდამთავრებულებს, მშობლებს და სკოლის გულშემატკივართა დიდ არმიას ამ საიუბილეო თარიღს და ვუსურვებ - სკოლის და მისი აღსაზრდელებისა და კურსდამთავრებულების მომავალ უდიდეს წარმატებებს!
ღმერთი იყოს თქვენი, ჩვენი და სრულიად საქართველოს მფარველი! დიდი სიყვარულით და პასტივისცემით, ალეკო ახალაძე“,-ამბობს კურსდამთავრებული.
იხილეთ ვიდეო
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა