სიახლეები
სიახლეები

როდის აღდგება სწავლა საკლასო ოთახებში - თამარ გაბუნია აჭარის სკოლებზე საუბრობს
27-09-2020
-
+


უკვე გადაწყდა, ფოთისა და გორის გარდა, სადაც სასწავლო პროცესი სრულად აღდგება, პირველი ოქტომბრიდან დიდ ქალაქებში, 1-6 კლასის მოსწავლეები, საკლასო ოთახებში ისწავლიან. თუმცა ეს რეგულაციები არ ვრცელდება აჭარაზე. იქ პირიქით, ბევრად გამკაცრდა კონტროლი, აიკრძალა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა და ბუნებრივია, სწავლაც მხოლოდ ონლაინ-რეჟიმში მიმდინარეობს.

მაგრამ როდიდან შეძლებს აჭარა ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს და ზოგადად, როდიდან იქნება შესაძლებელი, სრულფასოვანი სასწავლო პროცესის აღდგენა? - ამ კითხვას, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია პასუხობს:

„ჩვენ პირველ რიგში უნდა მივიღოთ ზომები, რომ აჭარა დაუბრუნდეს მწვანე ზონას; ვხელმძღვანელობთ ეპიდემიის ოთხეტაპიანი განგაშის შუქნიშნით და როგორც კი აჭარაში გაივლის მომატებული განგაშის პერიოდი, ყველაფერი დაუბრუნდება ჩვეულ სოციალურ ცხოვრებას და მათ შორის სკოლაც.

გარკვეული პერიოდი დისტანციური რეჟიმის შენარჩუნება არის ქმედითი ნაბიჯი იმისკენ, რომ ჩვენ სწრაფად მოვახერხოთ ნორმალური საკლასო აქტივობების განხორციელება, ამიტომ ვფიქრობ, რომ რაღაც პერიოდი უნდა დავიცადოთ. ყველაფერი კეთდება სტაბილიზაციისთვის და როგორც კი გვექნება ეპიდემიოლოგიური სურათი, რომ მივუახლოვდებით მწვანე ნიშნულს, რა თქმა უნდა, უკვე დადგება  საკლასო ოთახებში სწავლის განახლების საკითხი“.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს

მასწავლებლებს განაცხადის გასაკეთებლად ვადა დღის ბოლომდე აქვთ - დეტალები

„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან

მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები

გამოცდაზე გამსვლელი პედაგოგების საყურადღებოდ - დამხმარე კრებულები და პროგრამები გამოქვეყნდა
პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, ცნობილი ადამიანების მიერ დედებისადმი მიძღვნილი ფრაზები

პატარებმა დედებს მხატვრულად წაკითხული ლექსებიც მიუძღვნეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება