მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მარტვილის მუნიციპალიტეტის ლედგებეს საჯარო სკოლაში ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ I ტური ჩატარდა.
შესარჩევ ტურში მოსწავლეები მონდომებით ჩაერთვნენ.
„ბავშვებმა კარგი შედეგი მიიღეს პირველ ტურში. კმაყოფილები ვართ და ვულოცავთ ყველა მოსწავლეს ამ წარმატებებს, ვუსურვებთ მეტ წარმატებას. შარშანდელი დისტანციური სწავლის მიუხედავად, უმაღლესი შედეგები აქვთ, 90 ქულა აქვს 2 მოსწავლეს - გიორგი ხვიჩიასა და მარიამ ხუხუას (მე 11 კლასი)“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
24 სექტემბერს მარტვილის მუნიციპალიტეტის სკოლებში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2020-2021 სასწავლო წლის სეზონის I ეტაპის ტესტირება ჩატარდა.
შესარჩევ ტურს თითოეულ სკოლაში სპეციალურად შერჩეული „ეტალონის“ პედაგოგები უწევდნენ ორგანიზებას. ისინი დააკვირდნენ ტესტირების პროცესს და შეაფასეს მოსწავლეთა ტესტები.
II ეტაპზე გადასული მოსწავლეები ერთმანეთს „მარტვილის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მოპოვებაში შეეჯიბრებიან.
„ეტალონი“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების მიერ გაცემული რეგულაციების შესაბამისად, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ეწვევა მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქებს და ტრადიციულად, „ეტალონელ მოსწავლეებს“ გამოავლენს.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია
ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
პროექტი მოსწავლეებისთვის აღმოჩნდა აქტიუალური და მეტად საინტერესო