მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზესტაფონის N5 საჯარო სკოლა, რეგულაციების სრული დაცვით, მზად იყო ახალი სასწავლო წლის დასაწყებად, მაგრამ, ერთ-ერთი თანამშრომლის კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო, უსაფრთხოების მიზნით, გადაწყდა, სასწავლო პროცესი განახლებულიყო 21 სექტემბერს.
სკოლა ჩვეული ენერგიით შეუდგა სასწავლო პროცესს.
„ახალ სასწავლო წელს სკოლის, კიდევ 13 პედაგოგს მიენიჭა წამყვანი მასწავლებლის სტატუსი. შარშან ეს წოდება 1 პედაგოგმა, ფილოლოგმა ირმა ბაბულაშვილმა მოიპოვა, წელს კი მას ელზა ზიბზიბაძე, მაკა ფხაკაძე და ნინო კირკიტაძე (დაწყებითები), ირმა ზარნაძე და ლელა კაპანაძე (მათემატიკა), ლელა ჯაფარიძე, ასმათ გიორგაძე და მაია ბარბაქაძე (ქართული), ხათუნა ებანოიძე (გეოგრაფია), სოფიო გაჩეჩილაძე, მედეა მეტრეველი და თეა ყვავაძე (ინგლისური), ნაირა კოსტავა (ხელოვნება) დაემატნენ.
სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგიური კოლექტივი, ულოცავს პედაგოგებს, დამსახურებულ წარმატებას, რომელიც შრომით, მონდომებით, მიზანდასახულობით მოიპოვეს და უსურვებს შემდგომ წარმატებებს კარიერულ წინსვლაში“,-აღნიშნულია დირექციის ინფორმაციაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა