მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გაიცანით ღიმილიანი და პოზიტიური დები - მარი და ანა თურაძეები, რომლებიც ბათუმის N10 საჯარო სკოლის პირველი და მეორე კლასის მოსწავლეები არიან და აქტიურად ასრულებენ izrune.ge-ს ტესტებს.
დების მზრუნველმა ოჯახმა თბილი შეტყობინება გაუგზავნა izrune.ge-ს და სიხარული გაუზიარა:
„თურაძეების ოჯახში ორი სკოლის მოსწავლე გვყავს: ანა თურაძე და მარი თურაძე. ორივეს ძალიან უყვარს izrune.ge-ს ტესტები და ტესტი დღეს ორივემ შესანიშნავად გაიარა. ძალიან გვიყვარხართ izrune.ge-ს მთელი შემადგენლობა, რადგან ასე გვახარებთ და გვაძლევთ სტიმულს იმისთვის, რომ დიდი მოლოდინით ველოდოთ მომავალ ტესტებს. უღრმესი მადლობა თქვენ.
მართლა უხალისებთ ამ პანდემიის დროს ბავშვებს ცხოვრებას და სწავლის მიმართ ინტერესს უღრმავებთ, რომ უფრო და უფრო კარგი შედეგი მიიღონ. მადლობა ყველას ვინც ჩართულია ამ საქმეში. მინდა ასევე მადლობა გადავუხადო პედაგოგებს: სოფიო მარკოიძეს და მირანდა შარაშენიძეს“.
შეგახსენებთ, რომ 27 სექტემბერს 2020-2021 სასწავლო წლის პირველი შემაჯამებელი ტესტის - „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღე“ იყო.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა