მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ყველა მოსწავლის საკლასო ოთახში დაბრუნება ეპიდვითარებაზე იქნება დამოკიდებული და ამის ფორმულა არ არსებობს - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.
როგორც ცნობილია, აჭარის გარდა სკოლების უმეტესობაში პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეები საკლასო ოთახებს 1 ოქტომბრიდან დაუბრუნდებიან. მეშვიდედან მეთორმეტე კლასის ჩათვლით მოსწავლეები კი სწავლას კვლავ დისტანციურად გააგრძელებენ.
კითხვაზე, არის თუ არა გათვლილი დააახლოებით მაინც როდის შეიძლება სასწავლო პროცესი სრულად აღდგეს საკლასო ოთახებში, ან რაზე იქნება ეს დამოკიდებული, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ყველაფერი ეპიდსიტუაციაზეა დამოკიდებული.
„ძალიან რთულია ფორმულაში ამის ჩასმა, როგორც ხედავთ სიტუაციურად იცვლება ეს ამბავი, რაღაც ადგილებში გაიხსნა საკლასო სწავლა და შემდეგ მოხდა ისე, რომ იმ სკოლაში ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა და ისევ გადავიდნენ დისტანციურ რეჟიმზე.
ამდენად, აქტიური ადაპტაციური მართვის რეჟიმში გავყვებით ამ ამბავს, მესმის, რომ საკმაოდ რთულია მშობლებისთვის და ბავშვებისთვისაც ასეთ რეჟიმში გავიაროთ ეს პროცესი, მაგრამ პირველი მნიშვნელობის მაინც ეპიდუსაფრთხოებაა და ამდენად, ასე გავაგრძელებთ ამ პროცესს. ყველაფერი მაინც მიდის ინდვიდუალური გადაწყვეტილების და ანალიზის საფუძველზე, ადგილობრივი სიტუაციიდან გამომდინარე”, - აცხადებს გაბუნია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში.
იხილეთ ასევე: სკოლებზე გადაწყვეტილება უცვლელია, ბაღები 12 ოქტომბერს გაიხსნება, უნივერსიტეტები - 19 ოქტომბერს
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა