სიახლეები
საინტერესო

როგორ ჩავატაროთ გაკვეთილები ღია ცის ქვეშ: კრეატიული იდეები და პრაქტიკული მაგალითები მასწავლებლებს
30-09-2020
-
+


სუფთა ჰაერზე ჩატარებული გაკვეთილები მეტად უსაფრთხოა, რადგან ღია ცის ქვეშ ბევრად მარტივია მოსწავლეებს შორის ფიზიკური დისტანციის დაცვა. ზოგადად კი, სწავლება აუცილებლად მერხთან რამდენიმე საათიან ჯდომას არ გულისხმობს. 

განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შემუშავებული რეკომენდაციებით, შესაძლებელია სკოლის ეზოებში/ღია სივრცეებში გაკვეთილების ორგანიზება, შესაბამისი დისტანციის დაცვით;

ამიტომ ჩვენ ღია ცის ქვეშ გაკვეთილების ჩასატარებლად კრეატიული იდეები შევაგროვეთ, რომელებიც თქვენს მოსწავლეებს აუცილებლად მოეწონებათ. 

ამასთან გაითვალისწინეთ, რომ სუფთა ჰაერზე სწავლების ორგანიზება არც ისე მარტივია. ასეთი გაკვეთილები ნამდვილად მოითხოვს გულმოდგინე დაგეგმვასა და მომზადებას. გთავაზობთ ოთხ ნაბიჯს, რომელიც მასწავლებელმა უნდა გააკეთოს, მანამდე სანამ კლასს სასწავლებლად ეზოში გაიყვანს.

  • სკოლის გარემოს შესწავლა. თუ სკოლას აქვს დიდი ეზო - ეს გარე სწავლებისთვის იდეალური წინაპირობაა: შეადგინეთ კოლეგებთან ერთად გეგმა, ვინ და როდის გამოიყენებს სკოლის გარე ტერიტორიას სხვადასხვა გაკვეთილისთვის. თუ თქვენი სკოლა - სოფელშია და ტყესთან ახლოს - მაშინ ადგილი ყველა კლასს ეყოფა. ქალაქის სკოლებს კი შეუძლიათ სკოლიდან ფეხით სავალ მანძილზე არსებული პარკების და სკვერების გამოყენება. 
  • მოსწავლეთა მშობლებს თქვენი გეგმები შეატყობინეთ: ოჯახებმა უნდა იზრუნონ შესაბამის ტანსაცმელზე, დამატებით წასახემსებელზე, წყალსა და ჯიბის ხელების სანიტაიზერზე. მოამზადეთ, რომ ამინდთან დაკავშირებით მშობლების დამშვიდება მოგიწევთ და მოიშველიეთ არგუმენტი, რომ ევროპის სკოლებში ბავშვები ქუჩაში სასეირნოდ და სამეცადინოდ წვიმაშიც კი გადიან. ზოგადად, „ამინდის წესი“ იქ საშუალებას იძლევა ღია ცის ქვეშ გაკვეთილები ნებისმიერ დროს ჩატარდეს, სამი შემთხვევის გამოკლებით: ჭექა-ქუხილი, ტორნადო და ჰაერის ტემპერატურა -20 ქვემოთ. ყველაფერი დანარჩენი - შესაფერისი ტანსაცმლის საკითხია. 
  • მოამზადეთ ღია ცის ქვეშ ჩასატარებელი გაკვეთილი, ორიენტირდით არა სახელმძღვანელოს კონკრეტულ თემაზე, არამედ უნარებზე, რომლებსაც ბავშვი ამ საქმიანობის წყალობით დაეუფლება.
  • გააფრთხილეთ მოსწავლეები, რომ შემდეგ ჯერზე სასწავლო პროცესი ეზოში წარიმართება - მათ უნდა იცოდნენ, სად ჩატარდება გაკვეთილი, რამდენი ხანი გაგრძელდება და რა ნივთები დასჭირდებათ. 

ასეთი საფუძვლიანი მომზადების შემდეგ გაკვეთილი ღია ცის ქვეშ იქნება არა მხოლოდ საინტერესო, არამედ ეფექტური.

შთაგონებისთვის გთავაზობთ 3 იდეას ღია ცის ქვეშ ჩასატარებელი სულწარმტაცი გაკვეთილებისთვის.

მინი ექსპედიცია 

რა დაგჭირდებათ:

  • თოკი
  • მაკრატელი
  • გამადიდებელი შუშა ან პორტატული საბავშვო მიკროსკოპი
  • ბლოკნოტი და ფანქრები

ეს მინი-ექსპედიცია ბავშვს ასწავლის მეცნიერივით ფიქრს, ყურადღებიანობას და დაკვირვებულობას, მარტივი საკვლევი გამადიდებელი მოწყობილობების გამოყენებას და მოძიებულის ჩანიშვნას

ზემოთ ჩამოთვლილი აღჭურვილობით​ გაეშურეთ უახლოეს პარკში ან ტყეში. კვლევისთვის მოსამზადებლად მოსწავლეებს სთხოვეთ დაასახელონ ყველაზე პატარა არსებები, რომლებიც ოდესმე უნახავთ და შესთავაზეთ წარმოიდგინონ როგორ ცხოვრობს ეს არსება: დაღოღავს, ჭამს, სად შეიძლებოდა იმალებოდეს. 3-4 ბავშვისგან შემდგარი თითოეული ჯგუფისთვის 1 მეტრი სიგრძის თოკი მოჭერით და შესთავაზეთ აირჩიონ საკვლევი მონაკვეთი, სადაც თოკს ბალახზე დებენ. ახლა, კი მოსწავლეებს შესთავაზეთ თავი ცეროდენასოდენა წარმოიდგინონ და დაიწყონ თოკის გარშემო ყველაფრის კვლევა. ყველაფერი ნანახი უნდა ჩაიწერონ და ჩაიხატონ „ექსპედიციის დღიურში“. გაკვეთილის ბოლოს ბავშვებს მიეცით საშუალება ერთმანეთს გაუზიარონ შთაბეჭდილებები: როგორ შეიცვალა მათი წარმოდგენა სამყაროზე, მას შემდეგ რაც თავი ცეროდენებად წარმოიდგინეს?

სასტუმრო ხოჭოებისთვის

​რა დაგჭირდებათ: 

  • ცარიელი თუნუქის ქილა
  • მუყაო
  • ბუნებრივი მასალა: ყლორტები, ფოთლები

ასეთი გაკვეთილი შესაძლებელია ჩაატაროთ დაწყებით კლასებში საგნის - „ბუნება“ ფარგლებში. სახლში მომზადებას მშობლების მხრიდან მინიმალური დრო და ძალისხმევა დასჭირდება, ბავშვებს კი პარკში ან ტყეში ნამდვილი თავგადასავალი ელით. 

სთხოვეთ ბავშვებს მოიტანონ სუფთა თუნუქის ქილა. სასურველის მშობლებმა ქილის პირი წინასწარ შეამოწმონ, რომ არ ჰქონდეთ ბასრი პირი და ბავშვი არ დაშავდეს. სკოლასთან ახლოს ბაღში ან სკვერში სთხოვეთ ბავშვებს მოძებნონ ბუნებრივი მასალა: ყლორტები, ხის ქერქი და ხმელი ფოთლები. როდესაც ბავშვები ავლადიდებით მობრუნდებიან, „სასტუმროს“ შეკეთების დროა: მომავალი სტუმრების კომფორტისთვის თითოეულმა მოსწავლემ ქილაში მუყაო, ყლორტები, ხავსი და მშრალი ფოთლები უნდა ჩააფინოს. ხოჭოებისთვის განკუთვნილი სახლები კი ბავშვებმა ბაღში ხეებთან ახლოს ან ნესტიან კუთხეებში უნდა დაალაგონ. რა თქმა უნდა, უნდა გააფრთხილოთ დანარჩენი მოსწავლეები და ზრდასრულები თქვენი ინიციატივის შესახებ, ხოლო თავად სასტუმროს მფლობელებს შემდეგი რამდენიმე კვირის განმავლობაში შეუძლიათ შეამოწმონ რამდენად კომფორტული აღმოჩნდა მათი „სასტუმრო“ ხოჭოებისთვის

ბუნების ორკესტრი

რა დაგჭირდებათ:

  • ხალიჩა
  • ბლოკნოტი და ფანქრები
  • სმარტფონები (თუ ბავშვებს აქვთ)

ბავშვებმა, რომლებიც ქალაქში ცხოვრობენ, ბუნების მუსიკის შესახებ არაფერი იციან. რატომ არ აღმოვაჩინოთ მათთვის ხმების ახალი სამყარო? ამ გაკვეთილისთვის თქვენ გამწვანებული ბაღი, ბოტანიკური ბაღი ან ტყე დაგჭირდებათ. აირჩიეთ ღია მინდორი და თითოეულ ბავშვს კომფორტული ადგილის ამორჩევა შესთავაზეთ. სთხოვეთ ბავშვებს თვალები დახუჭონ და 1-2 წუთის განმავლობაში ბუნების ხმებს მოუსმინონ. ჰკითხეთ მოსწავლეებს: რა მოისმინეს? საიდან მოდის ეს ხმები? შეუძლიათ გამოიცნონ, რომელ ფრინველს ეკუთვნის? შესთავაზეთ ბავშვებს გაიმეორონ, მიამსგავსონ ეს ხმები და ხმა ჩაინიშნონ, მაგალითად ფოთლის შრიალი, ქარის ხმაური, ჩიტების ჭიკჭიკი. შემდეგ მოსწავლეებს შესთავაზეთ ამოირჩიონ „თავისი ხმა“ - ის რომელიც, ყველაზე მეტად მოეწონათ. თუ კლასში ბევრი ბავშვია ჰაერის ხმაური შეუძლია რამდენიმე მოსწავლემ გაიმეოროს. ბავშვებს შეუძლიათ ბუნების ხმების იმიტაციისთვის გამოიყენონ განსხვავებული მასალა ან საკუთარი სხეული. რაც უფრო გამომგონებლები იქნებიან - მით უკეთესი. განალაგეთ ბავშვები ორკესტრივით და დირიჟორის როლი მოირგეთ: ბავშვების ჯგუფი მუსიკალურ კომპოზიციას შექმნის, რომელიც შეგიძლიათ სმარტფონზე ჩაწეროთ. 

აქ იპოვით უფრო მეტ იდეას შთაგონებისა და ღია ცის ქვეშ გაკვეთილების ჩატარებისთვის.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რამდენი საათი უნდა იმუშაონ ბაღის აღმზრდელებმა - დოკუმენტი

რა გაკეთდება იმისთვის რომ სკოლებამდე და ბაღემადე მისასვლელი გზა მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლებისსთვის უსაფრთხო იყო

რა შემთხვევაში მიმართავს სკოლის დირექტორი რესურსცენტრის უფროსს შუამდგომლობით

ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება

სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში

პიროვნება

გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან

სკოლები

პროექტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლების, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის შეიქმნა და STEM საგნებისადმი ინტერესის გაღვივებას ემსახურება

პროექტის ხელშემწყობი და მრჩეველი - სკოლის დირექტორი - ქალბატონი შორენა მუზაშვილი გახლავთ

ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა ღონისძიება საქართველოს ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებაზე ჩაატარეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება