სიახლეები
ეტალონი

„ეტალონი“ აუცილებელია, რადგან მხოლოდ წიგნი და ონლაინ გაკვეთილები საკმარისი არ არის“ - მარტვილში ტესტირების I ტური წარმატებით გაიმართა
01-10-2020
-
+


მარტვილის  მუნიციპალიტეტის სკოლებში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2020-2021 სასწავლო წლის სეზონის I ეტაპის ტესტირება ჩატარდა.

როგორც სკოლის დირექტორები აღნიშნავენ, პანდემიის მიუხედავად ტესტირება მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით გამოირჩეოდა:

მარტვილის რესურსცენტრის უფროსი მაკა გულორდავა:

ჩვენ უკვე წლებია „ეტალონთან“ ერთად მოვდივართ, მოსწავლეებიც შეჩვეულები არიან და ყოველ წელს ელიან ჩემპიონატის ჩატარებას.

ვფიქრობ, წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო „ეტალონის“ ჩატარება, რადგან ბავშვებზე ამ პანდემიამ ფსიქოლოგიურადაც იმოქმედა. ახლა, ტესტირების დასაწერად, რომ მოვიდნენ სკოლებში ძალიან გახარებულები და მოტივირებულები იყვნენ. უფრო მეტი შემართება ჰქონდათ თითქოს. პანდემიის პირობებიდან გამომდინარე სკოლების დახურვამ, სახლში გამოკეტვამ ვფიქრობ, მოსწავლეებს უფრო მეტად გაუღვიძა სწავლის სურვილი და თამამად შემიძლია გითხრათ, რომ იმაზე დიდი აქტივობა იყო, ვიდრე ველოდი.

მინდა ასევე აღვნიშნო ის ფაქტი, რომ ტესტირება რეკომენდაციების სრული დაცვით ჩატარდა და სკოლებში ყველა აუცილებელი პირობა იყო დაცული.“

ჯოლევის საჯარო სკოლის დირექტორი პლატონ ძიძიგური:

„ეტალონის“ პირველ ტურში საკმაოდ აქტიურად იყვნენ მოსწავლეები ჩართულნი, ორი მათგანი მეორე ტურშიც გადავიდა.

ძალიან კარგია და მიხარია, რომ პანდემიის მიუხედავად „ეტალონმა“ შეძლო და ჩემპიონატის ჩატარება მაინც დაიწყო. ეს ძალიან კარგია, მოსწავლეებიც კმაყოფილები არიან.“

ჯოლევის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ლელა გოგუა:

„ტესტირება დისტანციის დაცვით, ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით ჩატარდა. ჩვენი სკოლა მცირეკონტიგენტიანია და ტესტირებაში მონაწილეობა 6-მა მოსწავლემ მიიღო.

მოსწავლეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი აქტივობა, რადგან „ეტალონი“ მათ უფრო მეტად უღვივებს სწავლის სურვილს და მეტ მოტივაციას აძლევს.“

სალხინოს საჯარო სკოლის დირექტორი ნუნუ სილაგავა:

„პირველმა ტურმა ძალიან კარგად ჩაიარა, მოსწავლეთა ძალიან დიდი აქტივობით და ინტერესით. იმდენად ბევრი მსურველი იყო, შიდა კონკურსის ჩატარებაც მოგვიწია.

ძალიან რთულ გარემოში გვიწევს ცხოვრება კორონავირუსის გამო, მაგრამ მოსწავლეებისთვის აუცილებელია ასეთი აქტივობა, რადგან მხოლოდ წიგნი და ონლაინ გაკვეთილები საკმარისი არ არის. ამიტომ ასეთი აქტივობები მათთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელია.“

სალხინოს საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ნინო ბარლაია:

„ეტალონის“ პირველი ტური მშვიდ ვითარებაში ჩატარდა. 11 მოსწავლე მონაწილეობდა და საკმაოდ მაღალი ქულები მიიღეს ბავშვებმა, უმრავლესობამ ბარიერიც გადალახა.“

სალხინოს საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი  ქეთო ცაავა:

ყველა რეკომენდაცია დაცული იყო სკოლაში, ბავშვები დისტანციურად ისხდნენ და ტესტირებამ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. ვფიქრობ, ძალიან კარგი ასეთი ტიპის აქტივობა მოსწავლეებისთვის, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა პანდემიის გამო სკოლაში პრაქტიკულად აღარ დადიოდნენ.

სალხინოს საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ინგა ბერიაშვილი:

„11 მოსწავლე მონაწილეობდა პირველ ტურში. აქედან 74 ქულა მიიღო ერთ-ერთმა მერვე კლასის მოსწავლემ, ასევე გვყავს 65 ქულიანი მე-11 კლასის მოსწავლე, 64 ქულა აიღო 2 მოსწავლემ, 62 ქულა ერთმა და 52 ქულა კი ორმა მოსწავლემ დააგროვა. 

ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი აქტივობები, თუმცა უნდა გითხრათ, რომ პანდემია რომ არა უფრო მეტს მიაღწევდნენ ჩვენი მოსწავლეები და უკეთეს შედეგს დავდებდით. ბავშვებს ნამდვილად ჰქონდათ ხელისშემშლელი პირობები სწავლასთან დაკავშირებით, რომელიც პანდემიამ გამოიწვია.“

მუხურჩის საჯარო სკოლის დირექტორი დოდო გაბისონია:

„ძალიან კარგად ჩატარდა, მოსწავლეები კმაყოფილები იყვნენ. მადლობა, რომ „ეტალონმა“ შეძლო ჩემპიონატის გაგრძელება. შედეგიც საკმაოდ კარგი გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეები დისტაცნიურად სწავლობდნენ და მაინც არ იყო ისეთი ხარისხი, კმაყოფილები ვართ. პირველ ტურში 46-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა და აქტივობაც როგორც ხედავთ საკმაოდ მაღალი იყო.“

მუხურჩის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ირმა ჯოჯუა:

„პირველმა ტურმა მშვენივრად ჩაიარა, მოსწავლეები კლასების მიხედვით იყვნენ გადანაწილებულნი და კლასის ხელმძღვანელები კურირებდნენ ტესტირების ჩატარების პროცესს. 40-ზე მეტი მოსწავლე იყო ჩართული და ძალიან კმაყოფილები ვართ.

მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ „ეტალონი“ და ძალიან აქტიურად არიან ჩართულნი. აინტერესებდათ შედეგები და მოსწავლეებმა, ისიც კი მთხოვეს, რომ სხვა კლასის ტესტებიც განგვეხილა და შევპირდი, რომ სხვა კლასის ტესტებსაც ვაჩვენებდი.“

იხილეთ ასევე: 

მარტვილის სკოლების მოსწავლეთა საყურადღებოდ - ეტალონი

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

„მჯერა, შობის დღესასწაული და ახალი 2025 წელი სიხარულის, წინსვლისა და წარმატების მომტანი იქნება თითოეული თქვენგანისთვის და სრულიად საქართველოსთვის“

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლე

ძალიან გაგიჭირდებათ ისეთი ოჯახის პოვნა, სადაც ნაძვის ხის სათამაშო ბურთები არ არის

გეოგრაფიის მასწავლებელმა ერთხელ მითხრა, გამორჩეულად ნიჭიერი გოგო ხარო. ამ სიტყვებმა ძალიან გამახარა და როდესაც მას ვხედავ, მახსენდება“

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

„სკოლის დირექცია მადლობას უხდის კლუბ „ბაზისის" ლიდერს საინტერესო აქტივობისთვის“

„ყოველთვის გვეძვირფასებით. წარმატებები ყველგან და ყველაფერში!!! მომავალო პედაგოგებო“!

მოსწავლეებმა, პედაგოგებთან ერთად, მშობლიურ სკოლასა და სრულიად საქართველოს მიულოცეს 2025 წლის შემობრძანება

„მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს მოსწავლეთა ღირებულებების ჩამოყალიბებას“

საინტერესო

ძალიან გაგიჭირდებათ ისეთი ოჯახის პოვნა, სადაც ნაძვის ხის სათამაშო ბურთები არ არის

გეოგრაფიის მასწავლებელმა ერთხელ მითხრა, გამორჩეულად ნიჭიერი გოგო ხარო. ამ სიტყვებმა ძალიან გამახარა და როდესაც მას ვხედავ, მახსენდება“

„მასწავლებლები მომწონს, კარგად გველაპარაკებიან, გაკვეთილებს გასაგებად გვიხსნიან“

მომავალი ახალი წელი იქნება არამარტო ინოვაციური, არამედ ადამიანების გაერთიანების ახალი გზა... 

სიახლეები
საზოგადოება