მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
29 სექტემბერი დიდი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, იოსებ ოცხელის დაბადების დღეა. ამ დღეს იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის წარმომადგენლები ყოველთვის განსაკუთრებულად აღნიშნავენ, თუმცა წელს პანდემიამ ყველაფერი შეცვალა და მნიშვნელოვანი თარიღების აღნიშვნა პედაგოგებსა და მოსწავლეებს დისტანციურად უწევთ.
„ვულოცავთ ამ დღეს სრულიად საქართველოს პედაგოგიურ საზოგადოებას.
ტრადიციულად, ამ დღეს იოსებ ოცხელის N2 საჯარო სკოლის მეხუთეკლასელები ქუთაისის პანთეონში - იოსებ ოცხელის საფლავზე პატივს მიაგებენ ღირსეული მამულიშვილის ნათელ ხსოვნას და საზეიმო ფიცს დებენ.
გამონაკლისია წლევანდელი წელი.
ჩვენო ძვირფასო მეხუთეკლასელებო, დასანანია, რომ ეს მართლაც საზეიმო დღე, წელს სრულყოფილად ვერ ჩატარდება.
როგორც სასწავლო პროცესი ამ დღესაც „ონლაინ“ ჩავატარებთ.
ჩვენ - თქვენი მასწავლებლები მივაგებთ პატივს სახელოვან პედაგოგს მწვანეყვავილაზე და ასევე სკოლის ეზოშიც. თქვენ კი, როცა სწავლა განახლდება, მოგეცემათ შესაძლებლობა, მოინახულოთ ჩვენი სკოლის ერთ-ერთი დამაარსებლის იოსებ ოცხელისა და ივანე ხუნდაძის საფლავები და გაეცნოთ სხვა ცნობილ, გამოჩენილ ქუთაისელთა სამუდამო განსასვენებელს.
ეს დღე გამორჩეულია ჩვენი სკოლის ყოველი მოსწავლისა და აღმზრდელ-პედაგოგისთვის.
იოსებ ოცხელის საზოგადოება, სკოლის დირექცია და პედაგოგები გილოცავთ ამ დღეს, გისურვებენ ჯანმრთელ და წარმატებულ ცხოვრებას“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა