მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშის საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადადის. აღნიშნულის მიზეზი ის არის, რომ კორონავირუსის სკოლის ავტობუსის მძღოლს დაუდასტურდა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის, მალხაზ თორიას განცხადებით,
სამეგრელოს რეგიონში კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ექვსი ქარიატას საჯარო სკოლის ავტობუსის ინფიცირებული მძღოლის ოჯახის წევრები და მეზობელია.
„რაც შეეხება ზუგდიდს, იქ კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის ე.წ. რეპეტიტორის კლასტერიდან ორი არასრულწლოვანია, ერთი საკარანტინო სივრცეში გამოვლინდა, ერთი კი ცაიშის სკოლის ავტობუსის მძღოლია. სწორედ ამიტომ ცაიშის საჯარო სკოლა გადადის დისტანციურ სწავლებაზე, ისევე როგორც ქარიატის საჯარო სკოლა. რეგიონში კოვიდ ინფიცირებულთა რაოდენობა სულ 114-ს შეადგენს“ - განაცხადა მალხაზ თორიამ.
აღსანიშნავია, რომ რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კოვიდ ინფიცირებული ოთხი პაციენტი გამოჯანმრთელდა, სამი ზუგდიდის მკვიდრია, ერთი - ხაიშის სკოლის მოსწავლეა.
იხილეთ ასევე: ყველა პედაგოგი და მოსწავლე თვითიზოლაციაშია - კორონავირუსი ხობის ერთ-ერთი სკოლის მიკროავტობუსის მძღოლს დაუდასტურდა
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა