სიახლეები
სიახლეები

ქუთაისი KIU MURAL FEST-ს მასპინძლობს
30-09-2020
-
+


2020 წლის 15 სექტემბრიდან 7 ოქტომბრამდე, ქუთაისი პირველად მასპინძლობს მიურალების საერთაშორისო ფესტივალს KIU MURAL FEST. ფესტივალის ინიციატორია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და განმახორციელებელი ორგანიზაცია „Tbilisi Mural Fest”.

საქართველოს უკვე მეორე კვირაა სტუმრობს მსოფლიოში ცნობილი მხატვართა ჯგუფი, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კამპუსზე შენობების მოხატვას ახორციელებს. 

მოწვეულ მხატვართა შორის არიან არტისტები გერმანიიდან, სერბეთიდან, საბერძნეთიდან, რომლებმაც წლების განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქი და არაერთი ცნობილი კედელი მოხატეს. ფესტივალის ფარგლებში, სტრიტ არტის საერთაშორისო ვარსკვლავების მიერ უკვე შეიქმნა ოთხი უნიკალური  ნამუშევარი, მათ შორის ისეთი ცნობილი მხატვრების მიერ, როგორიცაა INO საბერძნეთიდან (widewalls.ch/artists/ino), ARTZE სერბეთიდან (widewalls.ch/artists/artez), გერმანული ჯგუფი INNERFIELDS (innerfields.net). ამ სფეროში ცნობილი გერმანელი არტისტი CASE MACLAIM (widewalls.ch/artists/case-maclaim) კი საქართველოს 1 ოქტომბერს ეწვევა და მხატვრების ჯგუფთან ერთად 7 ოქტომბრამდე იმუშავებს და შექმნის მიურალს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ერთ-ერთი შენობის კედელზე.  KIU MURAL FEST-ის საბოლოო ნამუშევრების დათვალიერება მსურველებს უკვე კამპუსში სწავლის დაწყების დროიდან შეეძლებათ.

KIU MURAL FEST ქუთაისში პირველად იმართება. ფესტივალის მიზანია ხელი შეუწყოს ქუთაისის პოპულარიზებას. ცნობილი სტრიტ არტისტების მიერ მოხატული მიურალები სტრიტ არტის მსოფლიო რუკაზე გაჩნდება და უფრო საინტერესოს და მრავალფეროვანს გახდის ქალაქსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ისედაც უნიკალურ კამპუსს და გარემოს. სტრიტ არტი არის ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთი თანამედროვე მიმდინარეობა, რომელიც ასოცირდება თავისუფლებასთან, ახალგაზრდობასთან, ახალ ტექნოლოგიებთან. გარდა ამისა, ფესტივალის მიზანია ასევე, რომ ხელი შეუწყოს სტრიტ არტის პოპულარიზაციას საქართველოში. 

განსხვავებული და ინოვაციური ხელოვნების ნიმუშები ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კამპუსზე მცხოვრებ სტუდენტებს შეუქმნის   სწავლისთვისა  და დასვენებისთვის  გამორჩეულ გარემოს -  სივრცეს, სადაც ტექნოლოგიები და თანამედროვე ხელოვნება ერთმანეთს ხვდება.

ორგანიზატორების შესახებ: 

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კამპუსი ქუთაისში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში 153 ჰექტარ მიწაზეა გაშენებული და მოიცავს ულტრათანამედროვე აკადემიურ კორპუსებს, ბიბლიოთეკას, კაფეტერიებს, კეთილმოწყობილ სასპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურას, საერთო სამუშაო სივრცეებს, სტუდენტურ საცხოვრებლებს, ასევე საცხოვრებლებს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის. საუნივერსიტეტო ქალაქის განვითარება და მშენებლობა ეტაპობრივად მიმდინარეობს, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით.

წელს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) პირველი სტუდენტები მიიღო. ერთიანი ეროვნული გამოცდების საშუალო ქულის მიხედვით, KIU ნომერი პირველი საჯარო (სახელმწიფო) უნივერსიტეტია დღეს საქართველოში.
 
Tbilisi Mural Fest (თბილისი მიურალ ფესტივალი) გასულ წელს თბილისისა და ბერლინის მერიების მხარდაჭერით დაფუძნდა. ფესტივალის იდეის ავტორი და ორგანიზატორი ევროპაში მოღვაწე ქართველი მოქანდაკე ბესიკ მაზიაშვილია, რომელიც 2012 წლიდან ცხოვრობს ბერლინში და სხვადასხვა ფესტივალის იდეის ავტორია. მისი ნამუშევრები გამოფენილია მსოფლიოს მრავალ გალერეაში. ბერლინის ევროპული კულტურების მუზეუმში კი მაზიაშვილის ნამუშევრები მუზეუმის მუდმივ კოლექციაში ინახება.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია

ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას

ტერმინები, რომლებიც მასწავლებლებმა და მსურველებმა უნდა იცოდნენ - ინფორმაცია პროფესიული პედაგოგებისთვის

აბიტურიენტს უფლება აქვს 4 უცხოური ენიდან მისთვის სასურველ ერთ-ერთ ენა ჩააბაროს

izrune.ge-ს წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ღონისძიებაზე პროექტის დადებით მხარეებზე ისაუბრეს - „იზრუნე“  ზრდის მოტივაციას და სწავლის სურვილს

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

თემასთან შესაბამისობაში კი პედაგოგმა პატარებს სახალისო აქტივობა „მაღაზიობანა“ შესთავაზა

„ბიოლოგიაში ევოლუციის სწავლა-სწავლება საინტერესო გამოწვევაა მასწავლებლებლებისა და მოსწავლეებისთვის“

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება