მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჩხორიის საჯარო სკოლაში პროექტის -„ჩაატარე ენების ევროპული დღე შენს სკოლაში!“ ფარგლებში მრავალფეროვანი, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებები ჩატარდა, როგორიცაა:
„ვიქტორინა ევროპა“, ლიტერატურული კონკურსი ნორჩი მწერლებისთვის, „ერთი სიტყვა-ერთი დროშა“, კარაოკე, „აღიქვი ჟღერადობა-გამოიცანი ენა“, შექმენი კომიქსი „Toonytooll“ აპლიკაციაში, შექმენი ნახატი თემაზე: „ჩემი საყვარელი უცხოური სიტყვა“.
ყოველი აქტივობის დასასრულს სკოლის პედაგოგებისგან შემდგარი ჟიური გამარჯვებულებს ავლენდა და აჯილდოვებდა სამახსოვრო პრიზებით.
პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებში ევროპული ენების პოპულარიზაცია, ევროპის ლინგვისტური და კულტურული მრავალფეროვნების გაცნობა, უფრო მეტი დაინტერესება უცხო ენებით.
ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეები უკეთ გაეცნენ ევროპაში მცხოვრები სხვადასხვა ხალხის კულტურულ თუ ენობრივ თავისებურებებს. პროექტში მონაწილე მოსწავლეები ხალისით ერთვებოდნენ სხვადასხვა აქტივობებში.
ღონისძიებები ჩატარდა ყველა რეგულაციის გათვალისწინებით.
ენების ევროპული დღის აღნიშვნას სკოლაში ორგანიზებას უწევდნენ სკოლის დირექტორი იზოლდა ხვიჩავა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი მაია არახამია.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა