სიახლეები
საინტერესო

ბავშვებში ყველაფერი სხვაგვარადაა: როგორ გავარჩიოთ covid-19 გაციებისგან
03-10-2020
-
+


მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების სეზონი ახლოვდება, რომელსაც წელს COVID-19-ის პანდემიაც ერთვის. ამასთან, გრიპს, კორონავირუსულ ინფექციას და სხვა ჩვეულ მწვავე რესპირატორულ ინფექციებს ბევრი მსგავსი სიმპტომი აქვს. მოგითხრობთ როგორ გაარჩიოთ ისინი.

კორონავირუსის საერთო სიმპტომები

ამერიკის დაავადებების კონტროლისა და პრევენციის ცენტრები COVID-19-ის 11 მთავარ სიმპტომს ასახელებენ:

  • ცხელება ან ციება
  • ხველა
  • ჰაერის უკმარისობის შეგრძნება ან სუნთქვის გაძნელება
  • სისუსტე
  • კუნთების ან სხეულის ტკივილი
  • თავის ტკივილი
  • ყელის ტკივილი 
  • სუნთქვის ან გემოს შეგრძნების დაკარგვა 
  • გაჭედილი ცხვირი ან სურდო
  • გულისრევა 
  • დიარეა

აღსანიშნავია, რომ თითოეულ COVID-19-ით დასნებოვნებულ ადამიანს ყველა ეს ზემოთჩამოთვლილი სიმპტომები არ აღენიშნება. ანალოგიურად, შეიძლება გამოავლინოს თავი სეზონურმა გრიპმაც და ჩვეულმა მწვავე რესპირატორულმა ინფექციებმაც. 

მართალია ამ დაავადებების სიმპტომები ხშირად ერთმანეთს ემთხვევა, მაგრამ მათ გარჩევაში გადამწყვეტი შესაძლოა იყოს სიმპტომების თანმიმდევრობითობა, თვლიან ამერიკელი მეცნიერები, რომლებმაც საკუთარი ნაშრომის შედეგები სპეციალიზირებულ პორტალზე - Frontiers Media გამოაქვეყნეს. 

სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა კორონავირუსული ინფექციის დაახლოებით 57 ათასი შემთხვევა შეისწავლეს და COVID-19-ის მიმდინარეობის სიმძიმისგან დამოუკიდებლად სიმპტომების სავარაუდო თანმიმდევრობა გამოავლინეს:

  1. მაღალი ტემპერატურა
  2. ხველა (ძირითადად მშრალი) და კუნთების ტკივილი
  3. გულისრევის შეგრძნება ან პირღებინება
  4. დიარეა 
სიმპტომების გამოვლენის თანმიმდევრობა სეზონური გრიპის შემთხვევაში შემდეგნაირად გამოიყურება:

  1. ხველა და კუნთების ტკივილი
  2. თავის და ყელის ტკივილი
  3. მაღალი ტემპერატურა
  4. დიარეა, გულისრევა და ღებინება 
ანუ, გრიპის შემთხვევაში, ცხელება პირველ სიმპტომად ნამდვილად არ გვხვდება. 

ნიუ-იორკელმა ექიმმა რობერტ გლატერმა გამოცემა - Healthline-თან კვლევის შედეგებზე საუბრისას აღნიშნა, რომ კორონავირუსს ასევე აქვს უნიკალური სიმპტომები: 

  • სურდოს გარეშე გემოს და ყნოსვის დაკარგვა
  • გამონაყარი კანზე 
  • ფეხის თითების შეშუპება და სიწითლე

სხვა ექიმები ასევე აღნიშნავენ, რომ გრიპის შემთხვევაში არ აღინიშნება ისეთი ძლიერი ჰაერის უკმარისობა, როგორც ახალი კორონავირუსული ინფექციის დროს. 

თუ თქვან გაქვთ ეჭვი კოვიდინფექციაზე და ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან ერთი მაინც გაქვთ, მაშინ აუცილებლად დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს:

  • სუნთქვის პრობლემები
  • ტკივილი გულმკერდის არეში
  • დეზორიენტაცია
  • ძლიერი სისუსტე
  • ტუჩების და სახის სილურჯე
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ასევე გვახსენებს, რომ სიმპტომებს ყველა ინფიცირებული არ ავლენს, მაგრამ ამასთან ვირუსის მატარებლები არიან, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საკარანტინო შეზღუდვები დაიცვას ყველამ და ყოველთვის. 

კორონავირუსის სიმპტომები ბავშვებში 

ამასთან ბავშვებს, რომლებსაც აქვთ სურდო, გაჭედილი ცხვირი და ცემინება, კორონავირუსი ნამდვილად არ აქვთ, ირწმუნება ბრიტანელი წამყვანი ექსპერტი ლონდონის სამეფო კოლეჯის პროფესორი ტიმ სპეკტორი

პროფესორი მონაწილეობდა კვლევაში, რომელმაც აჩვენა, რომ სასკოლო ასაკის ბავშვებში COVID-19-ის ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:

  • სისუსტე 
  • თავის ტკივილი 
  • მაღალი ტემპერატურა 
აპლიკაციის Covid Symptom Study-ის მონაცემებით, რომელიც ბრიტანელ ექიმებს ინფიცირებულებზე მეთვალყურეობაში ეხმარებოდა, კოვიდადებითი 18 წლამდე ასაკის ბავშვების ნახევარზე მეტს არ აქვთ ხველა და მაღალი ტემპერატურა.

გარდა ამისა, ინფიცირებული ბავშვების მესამედს არ გამოუვლინდა არცერთი სიმპტომი.

იმ ბავშვებს, რომლებმაც სიმპტომები გამოავლინეს, ზემოთ ჩამოთვლილის გარდა, ყველაზე ხშირად ასევე აღენიშნებოდათ ყელის ტკივილი (38 პროცენტი) და მადის დაკარგვა (35 პროცენტი). ყოველ მეექვსე ბავშვს გამონაყარი გაუჩნდა.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

მოსწავლეებმა ისაუბრეს კლიმატურ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე

ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ ინგლისურის პედაგოგი - ანატოლია მკრტჩიანი და მუსიკის პედაგოგი - კიმა პალიანი.

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება