მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მარტვილის მუნიციპალიტეტის ნახუნაოს საჯარო სკოლაში, „ახალის სკოლის მოდელის“ ფარგლებში, გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ნანა გუჯეჯიანთან - ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის კოორდინატორთან (წარმომადგენელი).
„ნანა გუჯეჯიანმა მასწავლებლებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ უნდა შეიქმნას საკოორდინაციო ჯგუფი დირექტორის, სასწავლო ნაწილისა და რამდენიმე მასწავლებლის მონაწილეობით, რომელიც დაესწრება მას შეხვედრაზე და იქ განხილულ ინფორმაციას გადასცემს შესაბამის მასწავლებლებს.
შეხვედრები დაიგეგმა ყოველ სამშაბათ დღეს მთელი წლის განმავლობაში გაკვეთილების შემდეგ 15:00 საათზე.
ასევე ნანა გუჯეჯიანმა მასწავლებლების მიერ დასმულ შეკითხვებსაც დეტალურად გასცა პასუხები.
შეხვედრის მონაწილეები კმაყოფილები დარჩნენ და დაგეგმეს შემდგომი შეხვედრის საკითხები“,-ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა