სიახლეები
პიროვნება

„ჩემი მოსწავლეები არ იცნობენ პირველ მასწავლებელს, არ უნახავთ საკლასო ოთახი“... - ნათელა ბოლქვაძე, ქობულეთის N3 საჯარო სკოლის პედაგოგი
01-10-2020
-
+


მასწავლებლობა ჯერ კიდევ ბავშვობაში ჰქონდა გადაწყვეტილი და წლების შემდეგ, როდესაც უმაღლესი დაამთავრა, მშობლიური სკოლის დირექტორმა დაწყებითი კლასების პედაგოგად მიიწვია. ნათელა ბოლქვაძისთვის იოლი არ იყო ამ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, თუმცა მისიას თავი წარმატებით გაართვა და მალე 40 წელი შესრულდება, რაც ქობულეთის N3 საჯარო სკოლის მასწავლებელია.

ქალბატონი ნათელასთვის 2020-2021 სასწავლო წელი უჩვეულოდ - ონლაინ-რეჟიმში დაიწყო. უჩვეულოდ კი იმიტომ, რომ წელს პირველი კლასი ჰყავს და შესაბამისად, მათთვის არა მხოლოდ საგნების, არამედ სოციალური უნარების დისტანციურად სწავლებაც მოუწევს. თუმცა მისთვის, როგორც პედაგოგისთვის, საკმაოდ რთულია, პაწაწუნებს აუხსნას, რატომ არ აქვთ სკოლაში სიარულის ბედნიერება და რატომ უნდა იცნობდნენ პირველ მასწავლებელს მხოლოდ კომპიუტერიდან.

- N3 საჯარო სკოლის პედაგოგი ვარ, წელს პირველი კლასი მივიღე; მინდოდა, ეს დღე განსაკუთრებული ყოფილიყო ჩემთვის და ჩემი პატარებისთვის, მაგრამ არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ისე არ მოხდა, როგორც ვგეგმავდით - თითქოს ჩემს პატარებს ეს სიხარული  წაართვეს... მაგრამ ვამხნევებთ, ვურეკავთ, ვატარებთ ონლაინ- გაკვეთილებს, ვცდილობ, მათთან დავამყარო კონტაქტი.

ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ჩემი მოსწავლეები არ იცნობენ პირველ მასწავლებელს, არ უნახავთ საკლასო ოთახი, არ იციან კალმის დაჭერა... მინდა, ეს ყველაფერი ავუხსნა, ვასწავლო, შევაყვარო და იმედია, გამომივა.

- ამ ფონზე, როგორ ფიქრობთ, რა შედეგი ექნება დისტანციურ-სწავლებას?

- „თიმსის“ პროგრამით ვხელმძღვანელობთ, მაგრამ არიან ისეთი მოსწავლეები, ვინც სოფელში ცხოვრობს, არ აქვს ინტერნეტი... მთელი საქართველო დამოკიდებულია ამ პლატფორმაზე და ზოგჯერ არ არის ისეთი წვდომა, როგორიც გაკვეთილის ჩატარებას სჭირდება... საკლასო ოთახი, პირდაპირი ურთიერთობა მოსწავლესთან, რა თქმა უნდა, სულ სხვაა.

- ამ ბავშვებს მოაკლდათ მთავარი - პირველ მასწავლებელს ვერ ჩაეხუტნენ.

- სახელმძღვანელოში პირველივე ნახატზე, ვხედავთ - ბავშვები მიიჩქარიან სკოლისკენ და მათ მასწავლებელი ეგებება... როდესაც სურათის აღწერა ვთხოვე, გულდაწყვეტით აღნიშნეს, ეს ყველაფერი ჩვენც გვინდოდა და რატომ არ იწყება სკოლაო? -  ვუხსნი, რომ ეს ჩვენივე უსაფრთხოებისთვის კეთდება, მაგრამ პატარებისთვის ამის აღქმა მარტივი არ არის, ვერც ონლაინ-სწავლება წარმოუდგენიათ. სკოლაში უჭირთ პირველ დღეს და წარმოიდგინეთ, რა ხდება დისტანციური სწავლებისას. ჩემთვის კი 2020 წელი განსაკუთრებით რთულია, რადგან მეოთხეკლასელებიც ასე, ონლაინ გავაცილე.

- ასეთ დროს, რამდენად მნიშვნელოვანია ადგილობრივი ხელისუფლების, საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერა?

- რა თქმა უნდა, მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობთ, ადგილობრივი რესურსცენტრი ყოველთვის ცდილობს, ოპერატიულად მოგვაწოდოს ყველა ინფორმაცია და ვითარების საქმის კურსში ვიყოთ, თუმცა აქვე შეუძლებელია არ აღვნიშნო, ის, რომ ჩვენ გვერდით ყოველთვის დგას ქობულეთის N3 საჯარო სკოლის დირექტორი ნანა მენაბდე, რომელიც მზადაა, ხელი შეგვიწყოს, მაქსიმალურს აკეთებს პედაგოგებისთვისაც და მოსწავლეებისთვისაც და უზომოდ ბედნიერი ვარ, ქობულეთის N3 სკოლის დირექტორი რომ ნანა მენაბდეა.

- თქვენ რატომ აირჩიეთ ეს პროფესია, ქალბატონო ნათელა?

- მეც ქობულეთის N3 საჯარო სკოლა დავამთავრე, უმაღლესის დასრულების შემდეგ კი დირექტორმა სამსახური შემომთავაზა დაწყებითების პედაგოგად. ცოტა შევწუხდი, როგორ შევძლებდი ახალგაზრდა, გამოუცდელი კადრი ამხელა პასუხისმგებლობასთან გამკლავებას, მაგრამ ოჯახმაც შემიწყო ხელი და მალე 40 წელი გახდება, რაც თაობებს ვზრდი, ვაფრთიანებ. ბავშვობაშიც მინდოდა, ვყოფილიყავი მასწავლებელი და თავიდან რომ დავიწყო ცხოვრება, ისევე პედაგოგობას ავირჩევდი, რადგან უზომოდ მიყვარს ჩემი პატარები და ჩემი საქმე.

- და ეს საქმე მოითხოვს, მასწავლებლებმა თანამედროვეობას აუწყონ ფეხი...

- მასწავლებელმა თანამედროვეობას უნდა აუწყოს ფეხი, მაგრამ არიან ახალგაზრდა პედაგოგები, რომლებიც მხოლოდ ამ გადმოსახედიდან - ტექნოლოგიების კუთხით უყურებენ ყველაფერს, ჩვენ კი, უფროსი თაობის პედაგოგები, ვფიქრობთ, რომ წიგნი მაინც პირველ ადგილზეა.

- გამოგდით, ასწავლოთ თქვენს მოსწავლეებს წიგნის სიყვარული?

- ყველანაირად ვცდილობთ, კლასსაათებს, კითხვის საათს ვატარებთ, ვურჩევ ისეთ ნაწარმოებს, რომ მეტად დავაინტერესო, შემდეგ განვიხილავთ, ვმსჯელობთ და ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ ვასწავლი წიგნის სიყვარულს. იმედია, მალე გადაივლის საფრთხე და ჩვენც დავუბრუნდებით სკოლას. ჩემს პატარებსაც ვეუბნები, რომ მალე შევხვდებით სკოლის კედლებში, სადაც მათ ელოდებათ წიგნები, რვეულები, დაფა, საკლასო ოთახი, რომელიც საოცრად მოვრთეთ; მინდა, იცოდნენ ეს ყველაფერი და მინდა ასევე, დიდი მადლობა ვუთხრა etaloni.ge-ს ყურადღების, სითბოსა და სიყვარულისთვის.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს 

სკოლის დირექტორებთან მასწავლებლის სახლმა შეხვედრა ჩაატარა

სკოლების შერჩევის 5 კრიტერიუმი ცნობილია - განაცხადის წარდგენის ვადა იწურება

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება