მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოლითის საჯარო სკოლაში 2020 წლის 28 სექტემბრიდან მათემატიკის წრემ - „უკეთ ვისწავლოთ ამოცანების ამოხსნა“ დაიწყო მუშაობა.
წრეს მათემატიკის მასწავლებელი ქრისტინე თოიძე ხელმძღვანელობს.
მიზნობრივი ჯგუფი: VII კლასის მოსწავლეები.
წრის მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ ამოცანების ამოხსნის მარტივი გზის მოძებნას. დამოუკიდებლად ამოხსნიან ამოცანებს და გაიაქტიურებენ სხვა მათემატიკურ უნარებს. შეძლებენ მიღებული ცოდნის ცხოვრებაში გამოყენებას.
მოკლე მიმოხილვა: მოსწავლეების უმრავლესობა თავიდანვე შიშით განეწყობა ხოლმე ამოცანებისადმი და უჭირთ პირობის სწორად გააზრება, ამოხსნის გზების ძიება. მათთვის საგაკვეთილო დრო არ არის საკმარისი იმ საჭირო უნარების გასავითარებლად, რომლებიც აუცილებელია ამოცანების ამოხსნისას. დამატებითი მეცადინეობები ვფიქრობ, რომ კარგ შედეგს გამოიღებს და მოსწავლეების დამოკიდებულებაც ამოცანებისადმი რადიკალურად შეიცვლება. სხვადასხვა აქტივობა და რესურსი კი საწრეო მუშაობის პროცესს საინტერესოსა და ადვილად აღსაქმელს გახდის მოსწავლეებისათვის.
საწრეო მუშაობის პროგრამა: მოიცავს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მასალასა და შესაბამის აქტივობებს.
წრის ხანგრძლივობა: 2020-2021 სასწავლო წლის I სემესტრი. 14 სამუშაო შეხვედრა. ორშაბათობით. თითო შეხვედრის ხანგრძლივობა ერთი საგაკვეთილო დრო.
წრის პროგრამა: მოიცავს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მასალასა და აქტივობებს, VI - VII კლასი. 2020-2021 სასწავლო წელი. I სემესტრი.
1) 28.09.2020 - წილადების გახსენება. წილადებთან დაკავშირებული ამოცანები - ნაწილი I
2) 05.09.2020 - წილადებთან დაკავშირებული ამოცანები - ნაწილი II
3) 12.10.2020 - ათწილადების გახსენება. ათწილადებთან დაკავშირებული ამოცანები - ნაწილი I
4) 19.10.2020 - ათწილადებთან დაკავშირებული ამოცანები - ნაწილი II
5) 26.10.2020 - გავიხსენოთ რიცხვის ნაწილის გამოთვლა. რიცხვის ნაწილის გამოთვლასთან დაკავშირებული ამოცანები - ნაწილი I
6) 02.11.2020 - რიცხვის ნაწილის გამოთვლასთან დაკავშირებული ამოცანები - ნაწილის II
7) 09.11.2020 - მოძრაობასთან დაკავშირებული ამოცანები - ნაწილი I
16.11.2020 - მოძრაობასთან დაკავშირებული ამოცანები - ნაწილი II
9) 23.11.2020 - პროპორციასთან დაკავშირებული ამოცანები.
10) 30.11.2020 - მოპირდაპირე რიცხვების შეკრება - გამოკლებასთან დაკავშირებული ამოცანები.
11) 07.12.2020 - მოპირდაპირე რიცხვების გამრავლება-გაყოფასთან დაკავშირებული ამოცანები.
12) 14.12.2020 - სამკუთხედებთან დაკავშირებული ამოცანები.
13) 21.12.2020 - სამკუთხედის ტოლობის ნიშნებთან დაკავშირებული ამოცანები.
14) 28.12.2020 - შემაჯამებელი საწრეო მუშობა (ქვიზი/ ზეპირი გამოკითხვა)
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ბიოლოგიის სწავლების უმნიშვნელოვანესი ამოცანაა მოსწავლეებში სამეცნიერო კვლევის და უნარ-ჩვევების განვითარება“