მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
1 ოქტომბერს, საქართველოს ყველა სკოლაში 1-6 კლასის მოსწავლეებისთვის სწავლა საკლასო ოთახებში დაიწყო. თუმცა, იმ ფონზე, როდესაც კორონავირუსის შემთხვევები ყოველდღიურად იმატებს, მშობლებში არაერთგვაროვანი განწყობებია; ჯერჯერობით, როგორც ინფექციონისტები გვარწმუნებენ, ვითარება მართვადია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ფაქტობრივად, ყოველდღიურად, სხვადასხვა სკოლაში ვირუსის ფაქტები ფიქსირდება - Etaloni.ge-ს ექსკლუზიურად მიაწოდეს ინფორმაცია, რომ თბილისის N26 საჯარო სკოლაში, ექიმს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.
ფაქტის გადასამოწმებლად, სკოლის დირექტორს, ეთერ სამსონიძეს დავუკავშირდით, რომელმაც დაგვიდასტურა, რომ სკოლის ექიმს ვირუსი აღმოჩნდა:
„საქმე ის გახლავთ, რომ ჩვენი ექიმი სხვაგანაც მუშაობს. მათ კი მუდმივად უტარებენ ტესტს ვირუსზე. ისე, არანაირი სიმპტომი არ ჰქონდა და შესაბამისად, ეჭვის საფუძველიც არ არსებობდა. სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა, ვართ თვითიზოლაციაში, იმედია ყველაფერი კარგად იქნება“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა