სიახლეები
ინტერვიუ

გაგა გერსამია - მწერალი, რომელიც გამოუვალი მდგომარეობის გამო, ღუმელში ცეცხლს საკუთარი ნოველებით ანთებდა
13-10-2017
-
+


გაგა გერსამია 7 წელია ''ელიავას'' ბაზრობაზე თავის კუთვნილ სანტექნიკისა და ელექტროობის მაღაზიაში მუშაობს. ის ბავშვობიდან წერს ნოველებს და რთულ პერიოდში, გამოუვალი მდგომარეობის გამო, ღუმელში ცეცხლს საკუთარი ნოველებით ანთებდა. ამჟამად მხოლოდ ერთი წიგნი - ''კვირა და ერთი დღე'' აქვს გამოცემული. 

- ბატონო გაგა, მოგვიყევით თქვენ შესახებ?

- 1978 წლის 7 თებერვალს დავიბადე. ბავშვობიდან ვწერ ნოველებს, ჩანახატები ადრეული ასაკიდან მქონდა შექმნილი. უშუქობის და უგაზობის პერიოდში რთულ პირობებში გვიწევდა ცხოვრება და ღუმელში ცეცხლს ჩემი ნოველებით ვანთებდი. მაშინდელი ნოველები ვერ გადარჩა, მაგრამ რაც გადარჩა, ერთ წიგნად გამოვეცი.  

- გარდა ნოველების წერისა, რითი ხართ დაკავებული? 

- ახლა ელიავაზე ვმუშაობ, სანტექნიკის და ელექტროობის  მაღაზია მაქვს. თავისუფალ დროს კი ისევ ნოველებს ვუთმობ. მართალია, ძალიან ვიღლები აქ მუშაობით, მაგრამ ვცდილობ მაინც დავწერო ახალი ნოველები.  
  
- თქვენი ნოველების შესახებ გვესაუბრეთ, წერის რა სტილი გაქვთ?

- ჩემს წიგნში ცხოვრებისეული ნოველებია, ამბები, რომელიც შეიძლება ნებისმიერ ჩვენგანს გადახდეს თავს. უმეტესობა საკუთარ თავსაც ამოიცნოს, მარტივი ენით ვწერ.   

- სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით? 

- ვგეგმავ მეორე წიგნის გამოშვებასაც, რომელსაც ''ვარდის ჭკნობამდე'' ერქმევა. ვმუშაობ ასევე რომანზე. რომანის წერა ძალიან შრომატევადია, ბევრი დრო უნდა გქონდეს, მასზე მუშაობას მინიმუმ წელიწადნახევარი უნდა, რომ დაიქნეს, ჩამოიღვენთოს და იქიდან რაღაც ააგო და შექმნა. 

ცხოვრებაში უკეთესის მოლოდინში ვარ, არ ვაპირებ აქ, ელიავაზე დაბერებას. მიუხედავად იმისა, რომ 7 წელია აქ ვმუშაობ, ვფიქრობ, რომ ეს ჩემი ცხოვრების გარკვეული ეტაპია, აუცილებლად გასავლელი. მარტო ნოველების წერას არ დავჯერდები, აუცილებლად გამოვუშვებ რომანებსაც. 

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რატომ ვთესავთ ხორბალს წინასააღდგომოდ და რა უნდა გავითვალისწინოთ ხასხასა ჯეჯილის მისაღებად

ორი საგანი, რომელთა შესახებაც აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ

არასრულწლოვანთან ქორწინების მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე დაზარალებულად ცნეს 50 ბავშვი

პიროვნება

„რომ შემეძლოს, მასწავლებლად სოკრატეს ავირჩევდი“ - გაეცანით, სამების საჯარო სკოლის დირექტორის მზექალა მინაძის შეხედულებებს

„მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია მასთან თანამშრომლობითი ურთიერთობის ჩამოყალიბება“

სკოლები

აქტივობის ფარგლებში, მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები შეასრულეს ცეკვები, სიმღერები და კიდევ ერთხელ, მადლობა გადაუხადეს დედებს და მასწავლებლებს ამაგისთვის

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება