სიახლეები
სკოლები

მარელისის საჯარო სკოლაში ენების ევროპული დღე აღინიშნა
02-10-2020
-
+


ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მარელისის საჯარო სკოლაში ენების ევროპული დღე აღინიშნა.

ენების ევროპული დღე ევროპის საბჭოს ინიციატივით 2001 წლიდან ტარდება და ყოველი წლის 26 სექტემბერს აღინიშნება. ამით ევროპის საბჭო ხელს უწყობს მრავალეროვნების განვითარებას მთელ ევროპაში.  

ენების ფლობა ყველასთვის აუცილებელი და ყველას უფლებაა  - ეს არის ენების ევროპული დღის ერთ-ერთი ძირითადი გზავნილი. მისი ძირითადი მიზნებია: მიაპყროს საზოგადოების ყურადღება ენების შესწავლის მნიშვნელობას, გაზარდოს და მრავალფეროვანი გახადოს შესასწავლი ენების რაოდენობა, ხელი შეეწყოს ევროპაში მდიდარ ენობრივ და კულტურულ მრავალფეროვნებას, რომელიც უნდა იყოს დაცული და მოვლილი; წახალისდეს ენების შესწავლა, სასწავლო დაწესებულებებში თუ მათ გარეთ.

„ამ ღონისძიებაში ჩვენი სკოლა პირველად მონაწილეობდა. სკოლების წარმომადგენლებს ჩაუტარდათ გერმანიის საელჩოსა და გოეთეს ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული ონლაინ ტრენინგი, რომელსაც უძღვებოდნენ საშა ფაბრი, მეგი გვასალია და თამუნა შაშიაშვილი, მათ ისაუბრეს ენების ევროპული დღის მნიშვნელობაზე, მოგვცეს მკაფიო ინსტრუქციები ღონისძიების ფორმატის შესახებ. ამ დღის აღსანიშნავად გამოყენებული იყო კონკურსის ფორმა და გათვალისწინებული იყო, როგორც დასწრებული ისე ონლაინ ფორმატისთვის. კონკურსი მოიცავდა ორეტაპიან ვიქტორინას - „ევროპა“, ლიტერატურულ კონკურსს ნორჩი მწერლებისთვის - „ერთი სიტყვა-ერთი დროშა“, სამეტაპიან კონკურსს - „აღიქვი ჟღერადობა-გამოიცანი ენა“, კარაოკესა და კომიქსების შექმნას.

ჩვენი სკოლიდან კონკურსში მონაწილეობდა 20 მოსწავლე 11 წლის ასაკიდან. კონკურსი ჩატარდა დასწრებულ რეჟიმში და ჩართული იყვნენ როგორც მოსწავლეები, ასევე პედაგოგებიც. გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი, გამარჯვებული ესეს ავტორი და გამარჯვებული კომიქსი. დასასრულს მონაწილე მოსწავლეებს გადაეცათ ორგანიზატორი ორგანიზაციის მიერ გამოგზავნილი  საჩუქრები, ხოლო ორგანიზატორ მასწავლებელს EUNIC-ის სერტიფიკატი.

მადლობა მინდა გადავუხადო გოეთეს ინსტიტუტს ასეთი სრულყოფილი, საინტერესო და ინტელექტუალური ღონისძიების დაგეგმვისა და განხორციელებისთვის და მინდა მადლობა გადავუხადო სკოლის ხელმძღვანელს ქალბატონ ვერა ოდიკაძეს აქტიური ჩართულობისა და ხელშეწყობისთვის“,-წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს

„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან

მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები

გამოცდაზე გამსვლელი პედაგოგების საყურადღებოდ - დამხმარე კრებულები და პროგრამები გამოქვეყნდა

მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის რეგისტრაცია 11 მარტის 10:00 საათიდან  დაიწყება

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

„ბიოლოგიის სწავლების უმნიშვნელოვანესი ამოცანაა მოსწავლეებში სამეცნიერო კვლევის და უნარ-ჩვევების განვითარება“

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება