სიახლეები
სიახლეები

მასწავლებელთა გამოცდის ჩატარება შემოდგომის ნაცვლად, 2021 წელს იგეგმება - სოფიო გორგოძეს პედაგოგთა პროფკავშირები მიმართავს
02-10-2020
-
+


მასწავლებელთა გამოცდები შემოდგომაზე არ ჩატარდება და მისი გადატანა 2021 წლისთვის იგეგმება - აღნიშნულ კულუარულ ინფორმაციას საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი ავრცელებს. 

განცხადებას etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:

„ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების 4700-მდე მასწავლებელი ელოდება პროფესიული და საგნობრივი გამოცდების თარიღის განსაზღვრას. ,,მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის“ სქემაში შესული ცვლილებების თანახმად, იმ პრაქტიკოს მასწავლებელს, რომელიც 2020 წლის 1 თებერვლიდან 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდა მასწავლებლის გამოცდაზე ჰქონდა უფლება აემაღლებინა მასწავლებლის სტატუსი, 2020 წლის შემოდგომაზე. მასწავლებელთა ინტერესების და პროფესიული უფლებების გათვალისწინებით მიღებული ამ გადაწყვეტილების შესრულება ჭიანურდება, რის გამოც სისტემაში მოქმედი, უკვე სტატუსშეწყვეტილი 4700-მდე მასწავლებელი მოლოდინის რეჟიმშია.

ისინი ზარალდებიან ფსიქოლოგიურად და მატერიალურად, ალბათ, რაც მთავარია კარგავენ ნდობას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და მთლიანად რეფორმის მიმართ. სამინისტროს ყველა დონის გადაწყვეტილების მიმღებებთან ჩვენი არაერთგზის მცდელობის მიუხედავად, დღემდე ვერ შევძელით გაგვერკვია გამოცდების ჩატარების კონკრეტული თარიღი. დაპირება იყო გამოცდები ჩატარდებოდა ტრადიციულად ზაფხულში, რომელიც არ ჩატარდა და გადატანილი იქნა შემოდგომაზე. კულუარული ინფორმაციებით ცნობილი გახდა, რომ გამოცდები არ ჩატარდება არც შემოდგომაზე. იგეგმება მისი გადატანა 2021 წლისთვის. ყოველივე ამის მიზეზია გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის დირექტორის პოზიცია, რომელმაც ზაფხულში დაგეგმილი გამოცდების გადატანა მოითხოვა იმ მოტივით, რომ ვერ ასწრებდა პრაქტიკოსი პედაგოგების გამოცდების ჩატარებას, ეროვნული და მასწავლებლობის მაძიებლების გამოცდების პარალელურად. გაურკვეველი მოტივით, მანვე განაცხადა უარი შემოდგომაზე დაგეგმილი გამოცდების ჩატარებაზე.

მივმართავთ ქალბატონ სოფიო გორგოძეს, გამოცდების მომლოდინე 4700-მდე პედაგოგს და მთლიანად საზოგადოებას განგვიმარტოს:

1. რა ობიექტური მიზეზებით არის გამოწვეული ზაფხულში დაგეგმილი გამოცდების გადადება შემოდგომისათვის და შემოდგომაზე დაგეგმილი გამოცდების – 2021 წლისათვის, მაშინ როდესაც გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის არსებობისა და რეფორმის მიმდინარეობის პროცესში, მასწავლებელთა გამოცდები ტარდებოდა ყოველთვის დაგეგმილ დროს – ზაფხულში, მაგალითისთვის, 2016-2017 წლებში მასწავლებელთა გამოცდები ჩატარდა ორჯერ, ზაფხულშიც და ზამთრის პერიოდშიც. ამ ყველაფრის მიზეზად კორონავირუსის დასახელება მიუღებელია.

2. საინტერესოა, აქვს თუ არა გააზრებული გამოცდებისა და შეფასების ეროვნულ ცენტრს, გამოცდების გადატანით, რა დისკომფორტს უქმნის გამოცდების მომლოდინე მასწავლებლებს და საერთოდ პედაგოგიურ კოლექტივებს;

3. იცის თუ არა, ქალბატონმა სოფიო გორგოძემ, რომ ზაფხულის გამოცდების გადადების გამო, ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე, 4700-მდე პედაგოგს შეუჩერდა სტატუსი  და ისინი, დღეს, დროებითი ხელშეკრულების საფუძველზე აგრძელებენ მუშაობას. მისმა ასეთმა გადაწყვეტილებამ უხეშად დაარღვია პედაგოგთა პროფესიული და შრომითი უფლებები, რომ აღარაფერი ვთქვათ კარიერული წინსვლისა და მატერიალური პირობების გაუმჯობესების შეფერხებაზე.

დაგეგმილ დროს – ზაფხულში რომ ჩატარებულიყო გამოცდები, წარმატებული შედეგების მქონე მასწავლებლები მიიღებდნენ უფროსის სტატუსს და სტატუსის დანამატს, 470 ლარის ოდენობით.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქალბატონი სოფიო გორგოძე იგნორირებას უკეთებს პედაგოგთა ინტერესებს. მსოფლიო პანდემიის პირობებში, გამოცდებზე გასვლის მსურველ პრაქტიკოს მასწავლებელთა ნაწილმა, სხვადასხვა ტექნიკური და ობიექტური მიზეზებით, ვერ გაიარა ონლაინ რეგისტრაცია, მიმდინარე წლის მარტსა და აპრილში, კარანტინის პერიოდში. ჩვენი მიმართვის საფუძველზე, სამინისტროს ხელმძღვანელობამ გამოთქვა მზაობა მასწავლებელთა გამოცდებზე დამატებითი რეგისტრაციის გამოცხადების თაობაზე. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ამ შემთხვევაშიც, დამატებითი რეგისტრაციის  გამოცხადების წინააღმდეგი წავიდა ქალბატონი სოფიო გორგოძე. შედეგად, 1570 მასწავლებელთან შეწყდა შრომითი ხელშეკრულება, მაშინ როდესაც საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში მასწავლებლის დეფიციტია.

ჩვენთვის გაუგებარია განათლების სამინისტროს ხელმძღვანელების პოზიცია, მიუხედავად იმისა, რომ მიღებული აქვთ პედაგოგთა სასარგებლოდ, მათი მხარდამჭერი გადაწყვეტილებები, კერძოდ, შეტანილია ცვლილებები სქემაში პრაქტიკოსი მასწავლებლებისათავის დამატებითი ვადების განსაზღვრის თაობაზე, რატომ ეთანხმება, უკრიტიკოდ და პრობლემის შესწავლის გარეშე, გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებას, რითაც, როგორც უკვე აღვნიშნე, ზარალდებიან სკოლები და მასწავლებლები.

იმედს გამოვთქვამთ, ქალბატონი სოფიო გორგოძე და განათლების სამინისტროს ხელმძღვანელები გააკეთებენ სათანადო განმარტებებს შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით.

ამ წერილის გამოქვეყნების შემდეგ, თუ არ დადასტურდება კულუარული ინფორმაცია შემოდგომის გამოცდების გადადების შესახებ და თუ დაინიშნება გამოცდები შემოდგომაზე, მაშინ, მზად ვარ  საჯაროდ მოვიხადო ბოდიში პედაგოგთა ინტერესებიდან გამომდინარე“, - აღნიშნულია განცხადებაში.

პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის განცხადების საპასუხოდ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა etaloni.ge-ს განუცხადა, რომ გავრცელებული ინფორმაცია მართალი არ არის და გამოცდების ჩასატარებლად შემოდგომით ემზადებიან. 

„ასეთი დაუსაბუთებელი ბრალდების მოსმენა მოულოდნელია იმ ადამიანისგან, ვინც თავად უნდა იყოს მასწავლებლებისათვის ობიექტური და გადამოწმებული ინფორმაციის წყარო“, - აცხადებს ცენტრი.

იხილეთ ასევე: მასწავლებელთა გამოცდას „ნაეკი“ ნოემბერში გეგმავს - გამოცდების ცენტრი პედაგოგთა პროფკავშირებს პასუხობს


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

რა შემთხვევაში მიიჩნევა სწავლის შედეგი მიღწეულად

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს 

სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ

გაკვეთილი უცხო ენის ოთხივე კომპონენტს - listening, speaking, reading and writing მოიცავდა

საინტერესო

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

რატომ და როდიდან ვრთავთ ნაძვის ხეს საახალწლოდ?

ხელოვნური თოვლი და საახალწლო ვულკანი არის მარტივი, სახალისო და შემოქმედებითი ექსპერიმენტები

სიახლეები
საზოგადოება